კლოპი კოუტინიოს ბარსელონაში ტრანსფერზე კომენტარს არ აკეთებს

კლოპი კოუტინიოს ბარსელონაში ტრანსფერზე კომენტარს არ აკეთებსლივერპულის მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს პრესკონფერენციაზე ფილიპე კოუტინიოს ბარსელონაში ტრანსფერზე დაუსვეს შეკითხვა, რაზეც კლოპმა არაერთგვაროვანი პასუხი გასცა. კლოპის თქმით, მან ამ ტრანსფერის შესახებ არაფერი იცის და მისთვის კოუტინიო უბრალოდ ლივერპულის ფეხბურთელია, რომელიც ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარება.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კოუტინიო მალე ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელი გახდება და მან ლივერპულს ტრანსფერზე დაყენება სთხოვა. თვითონ კოუტინიო კომენტარს არ აკეთებს, ამიტომ სიტუაცია ჯერ კიდევ საკმაოდ ბუნდოვანია.