კატეგორია: სპორტი

ანტონიო კონტე ჩელსიში რჩება

ანტონიო კონტე ჩელსიში რჩება

ჩელსის იტალიელი მწვრთნელი ანტონიო კონტე ლონდონურ კლუბში რჩება. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს კონტეს ჩელსის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება ჰქონდა და ამის გამო ის ჩელსის დატოვებას აპირებდა. ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა და კონტემ ჩელსისთან 2019 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მისი ხელფასი წელიწადში 10 მილიონი ევრო იქნება. ანტონიომ განაცხადა, რომ ჩელსიში ის ბედნიერია და გასული სეზონით […]

ლივერპული ნაბი კეიტას შეძენასთან ახლოს არის

ლივერპული ნაბი კეიტას შეძენასთან ახლოს არის

ლივერპული თითქმის შეუთანხმდა გერმანული ლეიპციგის ფორვარდს ნაბი კეიტას, რომელმაც ლივერპულში თამაშის სურვილი გამოთქვა. კეიტამ შარშანდელ სეზონში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მისი შეძენით ბევრი კლუბი დაინტერესდა. ლეიპციგს თავიდან არ სურდა თავისი ერთ-ერთი ლიდერის გაშვება, მაგრამ ლივერპულმა მათ 70 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც გერმანელებმა უარი ვეღარ თქვეს. სავარაუდოდ ივლისის ბოლოს ეს ტრანსფერი ოფიციალურად შედგება, მანამდე კი […]

კარლო ანჩელოტიმ ხამესზე ისაუბრა

კარლო ანჩელოტიმ ხამესზე ისაუბრა

ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავისი გუნდის ახალწვეულზე ხამეს როდრიგესზე ისაუბრა და თქვა, რომ კოლუმბიელ შემტევს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არა აქვს. ”ხამესი შესანიშნავი ფეხბურთელია და მას ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში, თუმცა ბაიერნში გარანტირებული ადგილი არავის აქვს და გამონაკლისი არც ხამესი იქნება. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს”– განაცხადა კარლო ანჩელოტიმ. ხამესმა ბაიერნთან […]

ნეიმარის სატრანსფერო ფასი 222 მილიონი ევროა

ნეიმარის სატრანსფერო ფასი 222 მილიონი ევროა

ბარსელონას ბრაზილიელი ვარსკვლავის ნეიმარის სატრანსფერო ფასი 222 მილიონი ევროა და მისი შეძენის მსურველს სწორედ ამ თანხის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ განცხადება ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა რობერტ ერნანდესმა გააკეთა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნეიმარი არ იყიდება. ერნანდესის აზრით, ამ თანხის გადახდას ვერცერთი კლუბი ვერ შეძლებს. გარდა ამისა, თვითონ ნეიმარი ბარსელონაში ბედნიერია და გუნდის დატოვებას არ […]

ვოიცეხ შენსნი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს

ვოიცეხ შენსნი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს

პოლონელი მეკარე ვოიცეხ შენსნი იუვენტუსში გააგრძელებს კარიერას. შენსნი უკვე ტურინში იმყოფება და მალე ის სამწლიან კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერს ხელს. შენსნიმ სახელი არსენალში თამაშით გაითქვა, სადაც მან 5 წელიწადი გაატარა, რის შემდეგაც მან იტალიას მიაშურა და რომას მეკარე. რომაში ვოიცეხი დროგამოშვებით უშვებდა ხოლმე შეცდომებს, მაგრამ ის მაინც გუნდის ძირითადი მეკარე იყო. იუვენტუსმა შენსნი სავარაუდოდ ბუფონის შემცვლელად […]

ესპანეთის პოლიციამ ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტი ხოსე მარია ვილიარი დააკავა

ესპანეთის პოლიციამ ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტი ხოსე მარია ვილიარი დააკავა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში კორუფციასთან დაკავშირებით დღეს რიგი დაკავებები განხორციელდა. დაკავებულებს შორის აღმოჩნდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტი ხოსე მარია ვილიარი. აღსანიშნავია, რომ ხოსე მარია ვილიარს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი 1988 წლიდან უკავია. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბრალი ედება არაკეთილსინდისიერ ადმინისტრირებაში, გაფლანგვასა და ფალსიფიცირებაში. ის ადგილობრივი დროით 08:00 საათზე, საკუთარ სახლში დააკავეს. მასთან […]

ბარსელონა არდა ტურანს ვერ ყიდის

ბარსელონა არდა ტურანს ვერ ყიდის

ბარსელონას სურს რომ თავისი თურქი ნახევარმცველი არდა ტურანი გაყიდოს, მაგრამ ჯერჯერობით კატალონიელები ამის გაკეთებას ვერ ახერხებენ. ტურანმა უარი თქვა ლონდონის არსენალზე, სავარაუდოდ იმიტომ რომ ეს გუნდი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაში არ ითამაშებს. ბარსელონამ მილანის ინტერსაც შესთავაზა ტურანის ყიდვა და ჯერჯერობით იტალიელები ფიქრობენ დათანხმდნენ თუ არა ამ წინადადებას. არდა ტურანმა ბარსელონაში ორი სეზონი გაატარა და ის […]

მილანი რენატო სანჩესის შეძენას აპირებს

მილანი რენატო სანჩესის შეძენას აპირებს

მილანი ზაფხულში სერიოზულად გაძლიერდა და მილანელებმა რამდენი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლეონარდო ბონუჩის მილანში გადასვლა, რომელიც ბევრისთვის მოულოდნელი იყო. მილანის მორიგი სამიზნე ბაიერნის ახალგაზრდა პორტუგალიელი ფეხბურთელი რენატო სანჩესია, რომელმაც შარშანდელი სეზონი ჩააგდო. მილანის ინტერესი ბაიერნშიც დაადასტურეს, თუმცა მიუნხენელები სანჩესის გაყიდვას არ აპირებს, რადგან მათ მილანის მიერ შეთავაზებული ფული ეცოტავებათ. სატრანსფერო თანხა ჯერჯერობით ცნობილი არ […]

ალექსის სანჩესს ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს

ალექსის სანჩესს ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს

არსენალის ფორვარდმა ალექსის სანჩესმა თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ სავარაუდოდ ის არსენალს დატოვებს, რადგან მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაში სურს თამაში. არსენალი მომავალ სეზონში ევროპის ლიგაზე იასპარეზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სანჩესს გუნდიდან წასვლა სურს. დიდი ალბათობაა იმის, რომ სანჩესი ინგლისის რომელიმე სხვა კლუბში გადავიდეს, მაგალითად მანჩესტერ სიტიში, თუმცა ალექსისის მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ივლისის […]

როჯერ ფედერერმა მე-8 უიმბლდონი მოიგო

როჯერ ფედერერმა მე-8 უიმბლდონი მოიგო

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა უიმბლდონის ტიტული კარიერაში მერვედ მოიგო და ეს ისე გააკეთა, რომ მთელი ტურნირის მანძილზე სეტიც კი არ წაუგია. ფინალში ფედერერის მეტოქე მარინ ჩილიჩი იყო, რომელმაც ვერ შეძლო როჯერისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა და საბოლოოდ ფედერერმა სამ სეტში მოიგო ანგარიშით 6:3, 6:1, 6:4. შვეიცარიელი ჩოგბურთელი აგვისტოში 36 წლის გახდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შესანიშნავ […]