ალექსის სანჩესს ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს

ალექსის სანჩესს ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურსარსენალის ფორვარდმა ალექსის სანჩესმა თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ სავარაუდოდ ის არსენალს დატოვებს, რადგან მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაში სურს თამაში. არსენალი მომავალ სეზონში ევროპის ლიგაზე იასპარეზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სანჩესს გუნდიდან წასვლა სურს.

დიდი ალბათობაა იმის, რომ სანჩესი ინგლისის რომელიმე სხვა კლუბში გადავიდეს, მაგალითად მანჩესტერ სიტიში, თუმცა ალექსისის მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ივლისის ბოლოსთვის სავარაუდოდ ცნობილი იქნება სანჩესის მომავალი კლუბი, მანამდე კი მის გულშემატკივრებს ლოდინი მოუწევთ.