ანტონიო კონტე ჩელსიში რჩება

ანტონიო კონტე ჩელსიში რჩებაჩელსის იტალიელი მწვრთნელი ანტონიო კონტე ლონდონურ კლუბში რჩება. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს კონტეს ჩელსის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება ჰქონდა და ამის გამო ის ჩელსის დატოვებას აპირებდა.

ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა და კონტემ ჩელსისთან 2019 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მისი ხელფასი წელიწადში 10 მილიონი ევრო იქნება.

ანტონიომ განაცხადა, რომ ჩელსიში ის ბედნიერია და გასული სეზონით ამაყობს. კონტეს თქმით მისმა ფეხბურთელებმა თავდაუზოგავად უნდა იშრომონ იმისთვის რომ მწვერვალზე დარჩნენ და ამის გაკეთება იოლი არ იქნება.