კარლო ანჩელოტიმ ხამესზე ისაუბრა

კარლო ანჩელოტიმ ხამესზე ისაუბრაბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავისი გუნდის ახალწვეულზე ხამეს როდრიგესზე ისაუბრა და თქვა, რომ კოლუმბიელ შემტევს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არა აქვს.

”ხამესი შესანიშნავი ფეხბურთელია და მას ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში, თუმცა ბაიერნში გარანტირებული ადგილი არავის აქვს და გამონაკლისი არც ხამესი იქნება. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს”– განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

ხამესმა ბაიერნთან ორწლიანმ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამ გუნდის შემადგენლობით მან უკვე ჩაატარა რამდენიმე შეხვედრა.