როჯერ ფედერერმა მე-8 უიმბლდონი მოიგო

როჯერ ფედერერმა მე-8 უიმბლდონი მოიგოლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა უიმბლდონის ტიტული კარიერაში მერვედ მოიგო და ეს ისე გააკეთა, რომ მთელი ტურნირის მანძილზე სეტიც კი არ წაუგია.

ფინალში ფედერერის მეტოქე მარინ ჩილიჩი იყო, რომელმაც ვერ შეძლო როჯერისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა და საბოლოოდ ფედერერმა სამ სეტში მოიგო ანგარიშით 6:3, 6:1, 6:4.

შვეიცარიელი ჩოგბურთელი აგვისტოში 36 წლის გახდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შესანიშნავ ფორმაშია და კარიერის დასრულებას არ აპირებს. უიმბლდონის მოგების შემდეგ როჯერმა თქვა, რომ მას ძალინ უყვარს ლონდონი და უიმბლდონზე კიდევ არაერთხელ ითამაშებს.