ნიკოლოზ ბასილაშვილმა (33) მიუნხენის 250-ქულიანი ტურნირის ფინალში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (44) 6:4, 7:6 სძლია და გამარჯვებული გახდა. მას მეტოქის დასამარცხებლად საათი და 28 წუთი დასჭირდა. პირველი სეტისას, რომელსაც ბასილაშვილი 4:2-ს იგებდა, მატჩი წვიმის გამო შეწყდა, თუმცა შემდეგ გაგრძელდა და ქართველი ჩოგბრურთელი 1:0 დაწინაურდა, მეორე სეტი 7:6 მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ბასილაშვილმა 250 სარეიტინგო ქულა […]
კატეგორია: სპორტი
ნიკა ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის ფინალში გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის პრესტიჟული ტურნირის ფინალში ითამაშებს. ქართველ ჩოგბურთელს დღეს 2 მატჩის ჩატარება მოუწია. ნახევარფინალში მან მსოფლიოს 24-ე ჩოგანი, ნორვეგიელი კასპერ რუდი, 2 სეტში, 6:1, 6:2 დაამარცხა. ფინალში ბასილაშვილის მეტოქე გერმანელი ბერნარდ შტრუფი იქნება. ფინალი ხვალ, 15:30 საათზე ჩატარდება.
ნიკა ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის 250-იანი ტურნირის ნახევარფინალშია. გუშინ, წვიმის გამო შეწყვეტილი შეხვედრების ორი შეხვედრა დღეს დასრულდა და მიუნხენის ATT-250 ტურნირის კიდევ ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (N33) სლოვაკი ნორბერტ გომბოსი (N89) 2:0(6:4,6:4) დაამარცხა და ნახევარფინალში ნორვეგიელ კასპერ რუდს შეხვდება. მან მეოთხედფინალში ავსტრალიელი ჯონ მილმანი დაამარცხა(N40). მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან (N6) გამარჯვებული ბელორუსი ილია […]
ჯანო ანანიძე თბილისის დინამოში ითამაშებს
კვარაცხელიას იუვენტუსში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია
“იუვენტუსში” საქართველოს ნაკრებისა და “რუბინის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება. დილით Juventusnews24-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილია და ეს სიამოვნება “ბიანკონერის” დაახლოებით 20 მილიონი ევრო დაუჯდება. საღამოს კი Tuttomercatoweb-ი რომაულ Il Messaggero-ზე დაყრდობით იტყობინება, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არ შედგეს, თუ “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა. “იუვე” […]
თბილისის დინამოს ყოფილმა მწვრთნელმა ჩისკომ უოტფორდი პრემიერლიგაში დააბრუნა
თბილისის “დინამოს” ყოფილმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინა და ჩემპიონშიპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე “უოტფორდი” პრემიერლიგაში დააბრუნა. 44-ე ტურში “უოტფორდმა” საკუთარ მოედანზე ისმაილა სარის მიერ მე-11 წუთზე გატანილი პენალტით “მილუოლი” 1:0 დაამარცხა, მეორე ადგილი გაინაღდა და მომავალ სეზონში პრემიერლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ჩისკომ “უოტფორდი” 21 დეკემბერს ჩაიბარა, როდესაც მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა, მას შემდეგ გუნდმა […]
“ოთარ კაკაბაძე ძაღლივით მუშაობს” – ტენერიფეს მწვრთნელი
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 32-ე ტურში ოთარ კაკაბაძის “ტენერიფემ” სტუმრად “მირანდესთან” უგოლო ფრე ითამაშა და სახიფათო ზონას კიდევ უფრო დაშორდა. ქართველ მცველს 90 წუთი ზედიზედ მეორე შეხვედრაში მიეცა, რაც წინა პერიოდში ნაკლებად ხდებოდა. ესპანური deporpress-ი “ტენერიფეს” მთავარი მწვრთნელის, ლუის მიგელ რამისის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც კაკაბაძეს ეხება: “ოთარს მთელი სეზონის განმავლობაში ბევრი ნამდვილად არ უთამაშია, მაგრამ მას კარგად ესმის საკუთარი ვალდებულებები, […]
ჩელსი, სიტი და ატლეტიკო სუპერლიგას ტოვებენ
სუპერლიგაში “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” გაერთიანებამ ინგლისში უკმაყოფილება გამოიწვია. დღეს ლონდონში “სტემფორდ ბრიჯის” სტადიონთან “ჩელსის” გულშემტკივრებმა საპროტესტო აქცია ჩაატარეს და სკანდირებდნენ: “ჯანდაბას პერესი, ჯანდაბას სუპერლიგა”. მათთან სასაუბროდ კლუბის ტექნიკური მრჩეველი პეტრ ჩეხი გავიდა და უთხრა, რომ ყველაფერი იცის და გადაწყვეტილების მისაღებად დრო მოითხოვა. ცოტა ხანში კი The Athletic-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ჩელსი” სუპერლიგის დასატოვებლად დოკუმენტაციას […]
ბარსელონამ სამეფო თასი მოიგო
სევილიაში ესპანეთის სამეფო თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც „ბარსელონამ“ ბილბაოს „ატლეტიკი“ 4:0 გაანადგურა. კატალონიურმა კლუბმა ისტორიაში 31-დ მოიპოვა ეს პრიზი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. საწერი და განსახილველი ბევრი არაფერია. ალბათ ეს ყველაზე იოლი მატჩი გამოდგა კატალონიელებისთვის ამ სეზონში. მართალია, პირველ ტაიმში გოილები არ გასულა, მაგრამ ერთი ხანი მათმა ბურთის ფლობის პროცენტმა 90-ს გადააჭარბა… მეორე ნახევარში კი 4 […]
გიორგი მიქაუტაძე ზაფხულში მეცში დაბრუნდება
საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ზაფხულში “მეცში” დაბრუნდება და თავის შანსს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ფრედერიკ ანტუნეტიმ გაავრცელა. “გიორგიმ ბელგიაში თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და მისი გვეიმედება. ის ზაფხულში დაბრუნდება და თავისი შანსი მიეცემა. ქართველი შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში ძალიან ოსტატურია, რაც ჩვენ ძალიან გვაკლია”, – ამბობს ანტუნეტი. მიქაუტაძე ამჟამად ბელგიის მე-2 დივიზიონის ბინადარ “სეარინგში” თამაშობს იჯარით,.მან 20 მატჩში 19 გოლი […]