ნიკა ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის ფინალში გავიდა

ნიკა ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის ფინალში გავიდანიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის პრესტიჟული ტურნირის ფინალში ითამაშებს. ქართველ ჩოგბურთელს დღეს 2 მატჩის ჩატარება მოუწია. ნახევარფინალში მან მსოფლიოს 24-ე ჩოგანი, ნორვეგიელი კასპერ რუდი, 2 სეტში, 6:1, 6:2 დაამარცხა.

ფინალში ბასილაშვილის მეტოქე გერმანელი ბერნარდ შტრუფი იქნება. ფინალი ხვალ, 15:30 საათზე ჩატარდება.