კვარაცხელიას იუვენტუსში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია

კვარაცხელიას იუვენტუსში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია“იუვენტუსში” საქართველოს ნაკრებისა და “რუბინის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება. დილით Juventusnews24-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილია და ეს სიამოვნება “ბიანკონერის” დაახლოებით 20 მილიონი ევრო დაუჯდება.

საღამოს კი Tuttomercatoweb-ი რომაულ Il Messaggero-ზე დაყრდობით იტყობინება, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არ შედგეს, თუ “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა.

“იუვე” მზადაა “რუბინს” კვარაცხელიას ტრანსფერში კონტრაქტით გათვალისწინებულ 20 მილიონზე ოდნავ მეტი გადაუხადოს.

“იუვენტუსი” ამჟამად მეხუთე ადგილზეა და არაა გამორიცხული, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გააღწიოს.

სპორტალი