“ოთარ კაკაბაძე ძაღლივით მუშაობს” – ტენერიფეს მწვრთნელი

"ოთარ კაკაბაძე ძაღლივით მუშაობს" - ტენერიფეს მწვრთნელიესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 32-ე ტურში ოთარ კაკაბაძის “ტენერიფემ” სტუმრად “მირანდესთან” უგოლო ფრე ითამაშა და სახიფათო ზონას კიდევ უფრო დაშორდა.

ქართველ მცველს 90 წუთი ზედიზედ მეორე შეხვედრაში მიეცა, რაც წინა პერიოდში ნაკლებად ხდებოდა.

ესპანური deporpress-ი “ტენერიფეს” მთავარი მწვრთნელის, ლუის მიგელ რამისის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც კაკაბაძეს ეხება:

“ოთარს მთელი სეზონის განმავლობაში ბევრი ნამდვილად არ უთამაშია, მაგრამ მას კარგად ესმის საკუთარი ვალდებულებები, აქვს სწორი დამოკიდებულებები და ყოველდღიურად მუშაობს, როგორც ძაღლი. ქართველს საკუთარი თავის წარმოსაჩენად ცოტა დროც ჰყოფნის”.

“ტენერიფე” უახლოეს შეხვედრაში 25 აპრილს,”კასტელონს” უმასპინძლებს.

სპორტალი