გიორგი მიქაუტაძემ სერენი წაგებას გადაარჩინა

გიორგი მიქაუტაძემ სერენი წაგებას გადაარჩინა“სერენი” ბელგიის ჩემპიონატის პლეი-ოფში  მარცხს შეხვედრის დამატებით წუთებში, გიორგი მიქაუტაძის თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით გადაურჩა (1:1). “ვაასლენდ ბევერენთან” განმეორებითი მატჩის წინ ბელგიური dhnet-ი წერს:

“მიქაუტაძის გოლის გამო, რომელიც შეხვედრის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე გავიდა, “სერენი” ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, დაძლიოს პლეი-ოფი და მომავალ წელს ბელგიის უმაღლეს დივიზიონში იასპარეზოს. ქართველმა ფორვარდმა გამოასწორა სენეგალელი ფაიეს შეცდომა და მხოლოდ ამის გამოა, განმეორებითი შეხვედრის წინ გუნდი უიმედოდ რომ არ გამოიყურება.”