მადრიდის რეალის უელსელი ნახევარმცველი გარეტ ბეილი რეალიდან წასვლას არ აპირებს. ივნისის დასაწყისში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბეილი რეალიდან წავიდოდა და მისი მომავალი გუნდი მანჩესტერ იუნაიტედი იქნებოდა. მანჩესტერი ამ ტრანსფერში 100 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ რეალში ჩათვალეს, რომ ბეილი მათ ისევ სჭირდებათ და უელსელ ფეხბურთელს შეუძლია რეალისთვის სარგებლის მოტანა. ბეილი სამეფო კლუბს 2013 წელს […]
კატეგორია: სპორტი
ალვარო არბელოამ კარიერა დაასრულა
34 წლის ესპანელმა მცველმა ალვარო არბელოამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა. ” ჯერ კიდევ შემიძლია ფეხბურთის თამაში, მაგრამ კარგად ვიცი, რომ მაღალ დონეზე ასპარეზობა გამიჭირდება. ვფიქრობ, უკვე დროა, რომ ფეხბურთიდან წავიდე”– განაცხადა არბელოამ. არბელოამ კარიერის მანძილზე უამრავი ტიტული მოიგო, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო. გულშემატკივარს არბელოა ყველაზე მეტად რეალში თამაშის გამო ახსოვთ, […]
რიად მარეზი კარიერას არსენალში გააგრძელებს
ლესტერის ალჟირელმა ვინგერმა რიად მარეზმა ივნისის დასაწყისში განაცხადა, რომ ის მომავალ სეზონში სხვა გუნდის მაისურს მოირგებდა, რადგან ლესტერში მან საკუთარი თავი ამოწურა. მარეზს რამდენიმე წინადადება ჰქონდა, მაგრამ ყველაზე რეალური ისევ არსენალის ვარიანტია, რომელსაც მარეზის შეძენა ჯერ კიდევ შარშან სურდა. მაშინ ალჟირელმა ფეხბურთელმა ლესტერში დარჩენა ამჯობინა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად არის. არსენალი მარეზის ტრანსფერში 40 მილიონ […]
ბარსელონა პაულინიოს ტრანსფერში 25 მილიონს იხდის
კატალონიის ბარსელონა პაულინიოს ყიდვას აპირებს და კატალონიელები მზად არიან, ჩინურ გუანჟოუ ევერგრანდს, სადაც პაულინიო თამაშობს, 25 მილიონი ევრო გადაუხადონ. პაულინიო ჩინური გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ამიტომ ჩინელები მას ადვილად არ დათმობენ და შესაძლოა ბარსელონას უფრო მეტის გადახდა მოუწიოს. ჩინეთში გადასვლამდე პაულინიო ინგლისური ტოტენჰემის ღირსებას იცავდა, სადაც ბოლო სეზონი ცუდად ჩაატარა, რის შემდეგაც ტოტენჰემმა მასზე უარი თქვა. […]
ვაკო ყაზაიშვილი კარიერას სან ხოსეში გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვალერი ყაზაიშვილი კარიერას ამერიკის გუნდში, სან ხოსეში გააგრძელებს. ყაზაიშვილი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ითამაშებს. ყაზაიშვილი წლების მანძილზე არნემის ვიტესის ფეხბურთელი იყო, ხოლო შემდეგ კი მან კარიერა პოლონურ ლეგიაში გააგრძელა, სადაც მან ვერ შეძლო გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება და მისი ამ გუნდიდან წასვლა მოსალოდნელი იყო. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა […]
ჯონ ტერი შესაძლოა ასტონ ვილაში ვიხილოთ
ჩელსის ლეგენდა ჯონ ტერი სულ მალე თავისუფალი აგენტი გახდება და ის კარიერის დასრულებას არ აპირებს. ტერის შეძენა რამდენიმე კლუბს სურს, მათ შორის არიან ჩინური გუნდებიც, თუმცა ყველაზე დიდ ინტერესს ასტონ ვილა იჩენს, რომელიც ამჟამად ინგლისის მეორე დივიზიონის ბინადარია. ასტონ ვილა ტერის სარფიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც ჯონს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ექნება. ტერის ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ […]
მონაკო მბაპეს დათმობას არ აპირებს
ფრანგული მონაკო თავისი ახალგაზრდა ფორვარდის კილიან მბაპეს დათმობას არ აპირებს. როგორც ცნობილია მბაპეს მიმართ ინტერესს უამრავი ევროპული გუნდი იჩენს, მათ შორის არსენალი, ლივერპული და მადრიდის რეალი. ლივერპულმა მონაკოს 100 მილიონი ევროც კი შესთავაზა, მაგრამ ფრანგულმა კლუბმა ლივერპული უარით გაისტუმრა. სავარაუდოდ მბაპე მომავალ სეზონს მონაკოში გაატარებს, ხოლო შემდეგ კი მადრიდის რეალში გადავა, რადგან ის ამ გუნდის […]
მილანი ხამესის ყიდვას აპირებს
იტალიური მილანი რეალის კოლუმბიელი ფორვარდის ხამეს როდრიგესის შეძენას აპირებს. ხამესის რეალიდან წასვლაზე დიდი ხანია საუბრობენ, რადგან მას რეალში მცირე სათამაშო დრო ეძლევა და ამის გამო კოლუმბიელი ფეხბურთელი უკმაყოფილებას არ მალავს. მილანი მზად არის ხამესის ტრანსფერში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა რეალი სავარაუდოდ გაცილებით მეტს მოითხოვს, რადგან თავის დროზე ხამესის ყიდვა რეალს 80 მილიონი დაუჯდა. ხამესის […]
დანი ალვეში მანჩესტერ სიტის უახლოეს დღეებში შეუერთდება
ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა იუვენტუსი დატოვა და რამდენიმე დღეში ის ინგლისში ჩაფრინდება, სადაც მანჩესტერ სიტისთან ოფიციალურად მოაწერს კონტრაქტს ხელს. იუვენტუსის პრეზიდენტმა მაროტამ დაადასტურა ალვეშის წასვლა და მას მომავალში წარმატება უსურვა. ალვეში მანჩესტერ სირიში გვარდიოლასთან ერთად იმუშავებს, რომელსაც ის ბარსელონაში გატარებული პერიოდიდან კარგად იცნობს. გვარდიოლას დიდი სურვილი იყო, რომ ალვეში მანჩესტერ სიტიში გადასულიყო და მან ეს […]
ზიდანმა რონალდუს წასვლაზე კომენტარი გააკეთა
ზინედინ ზიდანმა კრიშტიანო რონალდუს რეალიდან შესაძლო წასვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გადაწყვეტილება ფეხბურთელმა უნდა მიიღოს და არა ვინმე სხვამ. ”რონალდუ ზრდასრული ადამიანია და დარწმუნებული ვარ ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მინდა, რომ კრიშტიანო რეალში დარჩეს, რადგან ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია”– განაცხადა ზიდანმა. რონალდუს შესაძლო წასვლის შესახებ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ესპანეთის პროკურატურამ კრიშტიანო […]










