ჯონ ტერი შესაძლოა ასტონ ვილაში ვიხილოთ

ჯონ ტერი შესაძლოა ასტონ ვილაში ვიხილოთჩელსის ლეგენდა ჯონ ტერი სულ მალე თავისუფალი აგენტი გახდება და ის კარიერის დასრულებას არ აპირებს. ტერის შეძენა რამდენიმე კლუბს სურს, მათ შორის არიან ჩინური გუნდებიც, თუმცა ყველაზე დიდ ინტერესს ასტონ ვილა იჩენს, რომელიც ამჟამად ინგლისის მეორე დივიზიონის ბინადარია.

ასტონ ვილა ტერის სარფიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც ჯონს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ექნება. ტერის ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია და მისი მომავლის შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ჯონ ტერი უკვე 36 წლის არის, მაგრამ ის კარგ ფორმაშია და კიდევ რამდენიმე წელიწადი აპირებს ფეხბურთის თამაშს.