მონაკო მბაპეს დათმობას არ აპირებს

მონაკო მბაპეს დათმობას არ აპირებსფრანგული მონაკო თავისი ახალგაზრდა ფორვარდის კილიან მბაპეს დათმობას არ აპირებს. როგორც ცნობილია მბაპეს მიმართ ინტერესს უამრავი ევროპული გუნდი იჩენს, მათ შორის არსენალი, ლივერპული და მადრიდის რეალი.

ლივერპულმა მონაკოს 100 მილიონი ევროც კი შესთავაზა, მაგრამ ფრანგულმა კლუბმა ლივერპული უარით გაისტუმრა. სავარაუდოდ მბაპე მომავალ სეზონს მონაკოში გაატარებს, ხოლო შემდეგ კი მადრიდის რეალში გადავა, რადგან ის ამ გუნდის გულშემატკივარია.

გარდა ამისა, მბაპე კარგად იცნობს რეალის მწვრთნელს ზინედინ ზიდანს.