დანი ალვეში მანჩესტერ სიტის უახლოეს დღეებში შეუერთდება

დანი ალვეში მანჩესტერ სიტის უახლოეს დღეებში შეუერთდებაბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა იუვენტუსი დატოვა და რამდენიმე დღეში ის ინგლისში ჩაფრინდება, სადაც მანჩესტერ სიტისთან ოფიციალურად მოაწერს კონტრაქტს ხელს.

იუვენტუსის პრეზიდენტმა მაროტამ დაადასტურა ალვეშის წასვლა და მას მომავალში წარმატება უსურვა. ალვეში მანჩესტერ სირიში გვარდიოლასთან ერთად იმუშავებს, რომელსაც ის ბარსელონაში გატარებული პერიოდიდან კარგად იცნობს.

გვარდიოლას დიდი სურვილი იყო, რომ ალვეში მანჩესტერ სიტიში გადასულიყო და მან ეს სურვილი აისრულა. ალვეშმა იუვენტუსში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა.