ვაკო ყაზაიშვილი კარიერას სან ხოსეში გააგრძელებს

ვაკო ყაზაიშვილი კარიერას სან ხოსეში გააგრძელებსსაქართველოს ნაკრების ფორვარდი ვალერი ყაზაიშვილი კარიერას ამერიკის გუნდში, სან ხოსეში გააგრძელებს. ყაზაიშვილი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ითამაშებს.

ყაზაიშვილი წლების მანძილზე არნემის ვიტესის ფეხბურთელი იყო, ხოლო შემდეგ კი მან კარიერა პოლონურ ლეგიაში გააგრძელა, სადაც მან ვერ შეძლო გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება და მისი ამ გუნდიდან წასვლა მოსალოდნელი იყო.  ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხა გადაიხადა სან ხოსემ ყაზაიშვილის ტრანსფერში.

ყაზაიშვილი ჯერ მხოლოდ 24 წლის არის და შეიძლება ითქვას, რომ მას კიდევ ბევრი წელიწადი შეუძლია ითამაშოს ფეხბურთი მაღალ დონეზე.