მიუნხენის ბაიერნის პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი შესაძლოა ინგლისში აღმოჩნდეს. ლევანდოვსკის შეძენა რამდენიმე ინგლისურ გრანდს სურს, ყველაზე მეტად კი ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი აქტიურობენ, რომლებიც მზად არიან, რომ ამ ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაიხადონ. ლევანდოვსკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს ბაიერნის დატოვებას, რადგან მას სხვა ჩემპიონატში სურს ძალების გამოცდა. ლევანდოვსკი ბაიერნში 2014 წელს გადავიდა, მანამდე […]
კატეგორია: სპორტი
ბარსელონა პაულინიოს ყიდვას აპირებს
ბარსელონა ბრაზილიელი ნახევარმცველით პაულინიოთი დაინტერესდა. პაულინიო ამჟამად ჩინეთში თამაშობს და ერთი პერიოდი ის ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა. ტოტენჰემში წარუმატებელი სეზონის შემდეგ პაულინიო 2015 წელს ჩინეთში გადაბარგდა, სადაც ის დღემდე თამაშობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბარსელონა უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თვითონ პაულინიომ განაცხადა, რომ მას არ სურს ჩინეთიდან წასვლა, თუმცა ბარსელონას შეთავაზებამ შესაძლოა […]
გიორგი პაპუნაშვილი სარაგოსას 5 ივლისს შეუერთდება
თბილისის დინამოს ყოფილი ფორვარდი გიორგი პაპუნაშვილი ესპანურ სარაგოსას 5 ივლისს შეუერთდება. პაპუნაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურებულია და ახალგაზრდა ფორვარდმა სარაგოსასთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სარაგოსამ პაპუნაშვილის ტრანსფერში 350 ათასი ევრო გადაიხადა, თუმცა თანხა შესაძლოა უფრო მეტიც იყოს. პაპუნაშვილს აქვს უცხოეთში თამაშის გამოცდილება, რადგან ის ერთი წლის მანძილზე ბრემენის ვერდერში ირიცხებოდა, თუმცა იქ […]
საბა კვირკველია რუბინში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია ყაზანის რუბინში დაბრუნდა და უკვე ერთ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. კვირკველია ერთი წლის მანძილზე მოსკოვის ლოკომოტივის ღირსებას იცავდა, სადაც ის განათხოვრებული იყო და ამ გუნდთან ერთად მან რუსეთის თასიც მოიგო. ლოკომოტივს სურდა ქართველი მცველის შენარჩუნება, მაგრამ რუბინმა კვირკველია არ დათმო. წლების მანძილზე კვირკველია რუბინის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, მაგრამ ესპანელი […]
კრიშტიანო რონალდუ სასამართლოს წინაშე 31 ივლისს წარსდგება
მადრიდის რეალის და პორტუგალიის ნაკრების სუპერ ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ სასამართლოს წინაშე 31 ივლისს წარსდგება. რონალდუს გადასახადების არგადახდა ედება ბრალად. ესპანეთის პროკურატურა ამტკიცებს, რომ კრიშტიანომ 2011-14 წლებში 14 მილიონი ევრო დამალა სახელმწიფოსგან, რის გამოც პორტუგალიელი შესაძლოა რამდენიმე წლით ჩაჯდეს ციხეში. ამის გამო რონალდუ რეალის დატოვებასაც აპირებს და არ არის გამორიცხული, რომ ის ესპანეთში აღარ დაბრუნდეს. ამჟამად […]
დანი ალვეში კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს
იუვენტუსის ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში მანჩესტერ სიტის უკვე შეუთანხმდა და უახლოეს დღეებში ის ამ გუნდის ფეხბურთელი გახდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენს გადაიხდის მანჩესტერ სიტი ამ ტრანსფერში, მაგრამ სავარაუდო თანხად 25 მილიონი ევრო სახელდება. მანჩესტერ სიტის მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლაა, რომელიც თავის დროზე დანი ალვეშთან ერთად ბარსელონაში მუშაობდა. გვარდიოლას ძალიან უნდოდა ალვეშის ყიდვა და როგორც ჩანს მას […]
ლუკა მოდრიჩს ციხე ემუქრება
მადრიდის რეალის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი სასამართლოზე ცრუ ჩვენების მიცემის გამო შესაძლოა ციხეში ჩასვან. საქმე ეხება ზაგრების დინამოს ყოფილი პრეზიდენტის ზდრავკო მიმიჩის სასამართლო პროცესს, სადაც მოდრიჩმა ერთ-ერთი გადამწყვეტი ჩვენება მისცა. მიმიჩს 20 მილიონის მითვისებაში ედებოდა ბრალი. ხორვატიის პროკურატურა თვლის, რომ მოდრიჩმა ცრუ ჩვენებები მისცა სასამართლოს და ლუკას გამოძიებასთან თანამშრომლობა მოუწევს. მოდრიჩი ზაგრების დინამოში 2008 წლამდე თამაშობდა. […]
კრიშტიანო რონალდუ რეალიდან შესაძლო წასვლაზე კომენტარს არ აკეთებს
ბოლო დღეებში ხშირია საუბრები იმის შესახებ, რომ კრიშტიანო რონალდუ რეალიდან წასვლას აპირებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ რონალდუ გადასახების გადაუხდელობაში დაადანაშაულეს, რის გამოც მან ესპანეთის დატოვება გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კრიშტიანო გაბრაზებულია რეალზე, რომელმაც მას ამ ვითარებაში მხარი არ დაუჭირა. თვითონ პორტუგალიელი ვარსკვლავი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, რაც ეჭვებს უფრო ამძაფრებს. რონალდუს მომავალი […]
კილიან მბაპეს რეალში თამაში სურს
მონაკოს ახალგაზრდა ვარსკვლავს კილიან მბაპეს მადრიდის რეალში სურს თამაში. მბაპემ განაცხადა, რომ ის მონაკოში ბედნიერია, მაგრამ თუ მან ამ გუნდის დატოვება გადაწყვიტა, მაშინ ის მხოლოდ რეალში გადავა სათამაშოდ. ”მონაკოს დატოვებას ჯერჯერობით არ ვაპირებ, თუმცა ვაღიარებ, რომ რეალი ძალიან მომწონს და იქ თამაში ჩემი ოცნებაა. მომავალზე ბევრი ფიქრი არ მიყვარს და ამჟამად მხოლოდ მონაკოზე ვფიქრობ”– განაცხადა […]
მარკო ვერატი პსჟ-დან მიდის
იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო ვერატიმ პსჟ-ს დატოვება გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მან პსჟ-ს მფლობელს შეატყობინა, რომ ის პარიზში დაბრუნებას აღარ აპირებს. ვერატის წასვლის მთავარი მიზეზი ბარსელონაა, სადაც მარკოს სურს კარიერის გაგრძელება. ბარსელონა თავის მხრივ ცდილობს, რომ ვერატის ტრანსფერის თაობაზე პსჟ-ს შეუთანხმდეს, მაგრამ ჯერჯერობით ამის გაკეთება ვერ ხერხდება, რადგან ფრანგული კლუბი 100 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო ბარსელონას […]










