რობერტ ლევანდოვსკი შესაძლოა ინგლისში აღმოჩნდეს

რობერტ ლევანდოვსკი შესაძლოა ინგლისში აღმოჩნდესმიუნხენის ბაიერნის პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი შესაძლოა ინგლისში აღმოჩნდეს. ლევანდოვსკის შეძენა რამდენიმე ინგლისურ გრანდს სურს, ყველაზე მეტად კი ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი აქტიურობენ, რომლებიც მზად არიან, რომ ამ ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაიხადონ.

ლევანდოვსკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს ბაიერნის დატოვებას, რადგან მას სხვა ჩემპიონატში სურს ძალების გამოცდა. ლევანდოვსკი ბაიერნში 2014 წელს გადავიდა, მანამდე კი ის 4 წლის მანძილზე დორტმუნდის ბორუსიას ღირსებას იცავდა, სადაც ის გუნდის მთავარი ბომბარდირი იყო.