საბა კვირკველია რუბინში დაბრუნდა

საბა კვირკველია რუბინში დაბრუნდასაქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია ყაზანის რუბინში დაბრუნდა და უკვე ერთ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა.

კვირკველია ერთი წლის მანძილზე მოსკოვის ლოკომოტივის ღირსებას იცავდა, სადაც ის განათხოვრებული იყო და ამ გუნდთან ერთად მან რუსეთის თასიც მოიგო. ლოკომოტივს სურდა ქართველი მცველის შენარჩუნება, მაგრამ რუბინმა კვირკველია არ დათმო.

წლების მანძილზე კვირკველია რუბინის ძირითადი  შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, მაგრამ ესპანელი მწვრთნელის ხავი გრასიას მისვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

ამჟამად ხავი გრასია რუბინში აღარ მუშაობს, ამიტომ კვირკველია ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა.