დანი ალვეში კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს

დანი ალვეში კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებსიუვენტუსის ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში მანჩესტერ სიტის უკვე შეუთანხმდა და უახლოეს დღეებში ის ამ გუნდის ფეხბურთელი გახდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენს გადაიხდის მანჩესტერ სიტი ამ ტრანსფერში, მაგრამ სავარაუდო თანხად 25 მილიონი ევრო სახელდება.

მანჩესტერ სიტის მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლაა, რომელიც თავის დროზე დანი ალვეშთან ერთად ბარსელონაში მუშაობდა. გვარდიოლას ძალიან უნდოდა ალვეშის ყიდვა და როგორც ჩანს მას ეს სურვილი შეუსრულდა.

დანი ალვეში 8 წლის მანძილზე ბარსელონას ღირსებას იცავდა, ხოლო შარშან კი მან კატალონიური კლუბი დატოვა და იუვენტუსს შეუერთდა.