ლუკა მოდრიჩს ციხე ემუქრება

ლუკა მოდრიჩს ციხე ემუქრებამადრიდის რეალის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი სასამართლოზე ცრუ ჩვენების მიცემის გამო შესაძლოა ციხეში ჩასვან. საქმე ეხება ზაგრების დინამოს ყოფილი პრეზიდენტის ზდრავკო მიმიჩის სასამართლო პროცესს, სადაც მოდრიჩმა ერთ-ერთი გადამწყვეტი ჩვენება მისცა.

მიმიჩს 20 მილიონის მითვისებაში ედებოდა ბრალი. ხორვატიის პროკურატურა თვლის, რომ მოდრიჩმა ცრუ ჩვენებები მისცა სასამართლოს და ლუკას გამოძიებასთან თანამშრომლობა მოუწევს. მოდრიჩი ზაგრების დინამოში 2008 წლამდე თამაშობდა.

სწორედ ამ წელს ის ლონდონის ტოტენჰემმა იყიდა.