“კომერსანტი” იმ კიდევ ერთი ადამიანის შესახებ წერს, რომელიც ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს უჩივის. ეს პიროვნება ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავაა. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ ირაკლი კაჭარავას ორმაგი, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს და იგი კომპანია “შპს ზენას” 100-პროცენტიანი წილის მფლობელია. კომპანია 2020 წლის 5 მარტს დარეგისტრირდა. კაჭარავა უცხოეთში სხვადასხვა ბიზნესს […]
კატეგორია: სპორტი
ლუკა გაგნიძეს იუვენტუსი აკვირდება
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო თავის საიტზე წერს, რომ თბილისის “დინამოს” ახალგაზრდა ნახევარმცველ ლუკა გაგნიძეს ბევრი დიდი კლუბი და მათ შორის “იუვენტუსი” აკვირდება. გაგნიძე 18 წლისაა და უკვე ევროპის დიდი კლუბების თვალთახედვის არეში მოექცა “მას უკვე იტალიიდან აკვირდებიან, სკაუტები საქართველოში გააგზავნეს. ქართული ფეხბურთი დიდ პროგრესს განიცდის: ბევრმა იქაურმა ფეხბურთელმა ყურადღება დაიმსახურა და ესენი სრულიადაც […]
ნიკა ბასილაშვილის ახალი სკანდალი – მას კიდევ ერთი პირი უჩივის
საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკა ბასილაშვილის გარშემო ახალი სკანდალი აგორდა. მას ყოფილი ინვესტორი უჩივის, რომლის ვინაობაც არ სახელდება. როგორც ყოფილი ინვესტორი ირწმუნება, მან დიდი წვლილი შეიტანა ბასილაშვილის კარიერულ წარმატებაში, სანაცვლოდ კი ტურნირებიდან საპრიზო თანხის გარკვეული ნაწილი უნდა მიეღო, რაც ქართველმა სპორტსმენმა არ გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმის განხილვა საქართველოს სასამართლოსა და საერთაშორისო არბიტრაჟში უახლოეს მომავალში დაიწყება. […]
გიორგი ბერიძემ უიპეშტი უნგრეთის თასის ფინალში გაიყვანა
გიორგი ბერიძის „უიპეშტი“ უნგრეთის თასის ფინალში გავიდა და ეს ქართველი ფეხბურთელის დამსახურებაა! ნახევარფინალში „უიპეშტმა“ სტუმრად „კიშვარდა“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი 54-ე წუთზე 23 წლის ჩვენებურმა გაიტანა. გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა და ზოგადად მაგარ სეზონს ატარებს და უნგრეთის თასზე 4 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ასე რომ ფინალში გასვლაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. უნგრეთის ჩემპიონატში კი 21 […]
ხვიჩა კვარაცხელია 5 მილიონი ევროთი გაძვირდა
Transfermarket-მა ფეხბურთელთა საბაზრო ფასები განაახლა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და “რუბინის” შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულებამ მნიშვნელოვნად მოიმატა. ახლა 20 წლის ქართველის ფასი 15 მილიონ ევროს შეადგენს, წინა მონაცემებით კი ის 10 მილიონი ევრო გახლდათ. რა თქმა უნდა, ამ მონაცემით ხვიჩა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია, შემდეგ კი დავით ხოჭოლავა (3500.000) და გიორგი ჩაკვეტაძე (3. 200.000) მოდიან. კვარაცხელია […]
გიორგი გაგუას ალავესის სარეზერვო გუნდში გოლები გააქვს
ესპანეთის სეგუნდა B დივიზიონის მე-20 ტურში “ალავესის” სარეზერვო გუნდი გასვლაზე “ეხეასთან” 1:2 დამარცხდა, სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი კი ქართველი გიორგი გაგუა გამოდგა. გაგუამ მეტოქის კარი მე-16 წუთზე აიღო. ქართველი ნახევარმცველი 19 წლისაა. უთამაშია საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში, ბოლოს კი, 2019 წელს, ყაზახეთთან მოგებულ (3:1) შეხვედრაში მონაწილეობდა. მიმდინარე სეზონში გაგუას ესპანური გუნდის მაისურით 19 […]
200-მდე ბენეფიციარი და ფსიქოთერაპიის 1200 საათი – Responsible.ge-სა და „კამარას“ თანამშრომლობის 1 წელი
ფსიქორეაბილიტაციის უფასო კურსები თამაშზე დამოკიდებულთათვის „კამარაში“ Responsible.ge-ს დაფინანსებით 1 წელია მიმდინარეობს. 2020 წლის მარტში „კამარა“ იყო პირველი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის პარტნიორი გახდა და თამაშზე დამოკიდებული ადამიანებისთვის კომპლექსური ფსიქოთერაპიული კურსები გამოაცხადა. პროექტის დაწყებიდან 1 წლის თავზე კამარა და responsible.ge შედეგებს აჯამებენ. ამ დროის განმავლობაში ცენტრს ფსიქოთერაპიული სერვისისთვის 190-მა ბენეფიციარმა მიმართა. თერაპიული […]
ლაშა ტალახაძე მოსკოვში ევროპის ჩემპიონი გახდა
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) მოსკოვში ევროპის ჩემპიონტზე ატაცში 211/ 217/ 222 დასძლია და ევროპულ ოქროსთან ერთად მსოფლიოსა და და ევროპის რეკორდები, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, 2 კილოგრამით გააუმჯობესა! ტალახაძე საუკეთესო იყო აკვრაშიც და დაძლეული 245/ 253/263 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა. რაც შეეხება ორჭიდს – ძალოსანმა დაგროვილი 485 კილოგრამით ევროპის ჩემპიონატს ლოგიკური წერტილი დაუსვა […]
გიორგი მიქაუტაძე სუპერგოლით დაბრუნდა
ბელგიის მეორე დივიზიონის 26-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის გოლით “სერენმა” საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა “დაინცე”. საქართველოს ნაკრებში მიღებული ტრავმა მიქაუტაძემ მოირჩინა, შეუცვლელად ითამაშა, მე-14 წუთზე გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა. მიქაუტაძემ თითქმის პირითი ხაზიდან კარიდან გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, რითიც ქომაგების აღფრთოვანება გამოიწვია. მის ანგარიშზე ჩემპიონატზე ჩატარებულ 21 მატჩში 19 გოლია და დენიზ […]
ნიკა ბასილაშვილმა შტრუფს მოუგო და კალიარის ნახევარფინალში გავიდა
კალიარიში მიმდინარე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც თითქმის ნახევარი მილიონი ევროა, წარმატებულ სვლას აგრძელებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. მისი მორიგი მეტოქე იან ლენარტ-შტრუფი გახლდათ, რომელსაც გრუნტზე თამაში ეხერხება და ბევრიც გაუმწარებია. ქართველი და გერმანელი ჩოგბურთელები ერთმანეთს კარგად იცნობენ. ისინი კორტის საპირისპირო მხარეს აქამდე 6-ჯერ დამდგარან და უპირატესობას შტრუფი ფლობდა – 4:2. პირველი სეტი ორივე ჩოგბურთელმა ოდნავ […]