გიორგი მიქაუტაძე სუპერგოლით დაბრუნდა

გიორგი მიქაუტაძე სუპერგოლით დაბრუნდაბელგიის მეორე დივიზიონის 26-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის გოლით “სერენმა” საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა “დაინცე”.

საქართველოს ნაკრებში მიღებული ტრავმა მიქაუტაძემ მოირჩინა, შეუცვლელად ითამაშა, მე-14 წუთზე გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

მიქაუტაძემ თითქმის პირითი ხაზიდან კარიდან გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, რითიც ქომაგების აღფრთოვანება გამოიწვია.

მის ანგარიშზე ჩემპიონატზე ჩატარებულ 21 მატჩში 19 გოლია და დენიზ ვანზეირთან (უნიონი) ერთად ტურნირის ბომბარდირია.

“ახლად გამოჯანმრთელებული ქართველი ბრწყინავდა. მას ნამდვილი ბომბარდირობის ყველა ნიშანი აქვს. მიქაუტაძემ წარმოუდგენელი
კუთხიდან გაიტანა და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა”, – წერს ბელგიური მედია.

“სერენი” 48 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ “ლომელს” 8 ქულით უსწრებს (ამ გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 17 აპრილს “ლიერსს” უმასპინძლებს.

სპორტალი