ლუკა გაგნიძეს იუვენტუსი აკვირდება

ლუკა გაგნიძეს იუვენტუსი აკვირდებაცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო თავის საიტზე წერს, რომ თბილისის “დინამოს” ახალგაზრდა ნახევარმცველ ლუკა გაგნიძეს ბევრი დიდი კლუბი და მათ შორის “იუვენტუსი” აკვირდება.

გაგნიძე 18 წლისაა და უკვე ევროპის დიდი კლუბების თვალთახედვის არეში მოექცა

“მას უკვე იტალიიდან აკვირდებიან, სკაუტები საქართველოში გააგზავნეს. ქართული ფეხბურთი დიდ პროგრესს განიცდის: ბევრმა იქაურმა ფეხბურთელმა ყურადღება დაიმსახურა და ესენი სრულიადაც არ არინ მეორე დონის კლუბები. თავად განსაჯეთ: “იუვენტუსმა”, “მანჩესტერ სიტიმ”,”ბარსელონამ” და სხვა კლუბემა საქართველოში აკადემიები დაარსეს. ეს წვრილმანი როდია და ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ლუკა გაგნიძეა, ცდილობს, ეს გამოიყენოს.

ვინ არის ის: 2003 წელს დაბადებული ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც არც ისე მაღალია (175 სმ), ფიზიკური მომზადებით არ გამოირჩევა, მაგრამ თამაშს კარგად კითხულობს, რაც ისეთ დიდ გუნდში გამოავლინა, როგორიც თბილისის “დინამოა”. მიმდინარე ჩემპიონატზე 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ის იტალიაში გასულ წელს “იუვენტუსმა” შეამჩნია. ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ, მაგრამ “ბიანკონერის” და სერია A-ს სხვა გუნდების სკაუტების სიაშია. გაგნიძემ იცის, რომ კარგი პოტენცილი გააჩნია, ისევე, როგორც არაერთ ქართველ ფეხბურთელს”.

სპორტალი