გიორგი ბერიძემ უიპეშტი უნგრეთის თასის ფინალში გაიყვანა

გიორგი ბერიძემ უიპეშტი უნგრეთის თასის ფინალში გაიყვანაგიორგი ბერიძის „უიპეშტი“ უნგრეთის თასის ფინალში გავიდა და ეს ქართველი ფეხბურთელის დამსახურებაა! ნახევარფინალში „უიპეშტმა“ სტუმრად „კიშვარდა“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი 54-ე წუთზე 23 წლის ჩვენებურმა გაიტანა.

გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა და ზოგადად მაგარ სეზონს ატარებს და უნგრეთის თასზე 4 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ასე რომ ფინალში გასვლაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. უნგრეთის ჩემპიონატში კი 21 თამაშში თავი ცხრაჯერ გამოიჩინა, რაც ბრწყინვალე შედეგია გარემარბისთვის.

„უიპეშტის“ მეტოქე ხვალ გაირკვევა, მეორე ნახევარფინალში ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარი“ „ბუდაპეშტს“ დაუპირისპირდება.