ლივერპული თავის ბრაზილიელ ნახევარმცველში ფილიპე კოუტინიოში 90 მილიონ ევროს ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბარსელონა და კოუტინიო უკვე შეთანხმდნენ კონტრაქტის პირობაზე და ახლა ამ ტრანსფერის განსახორციელებლად ლივერპულის თანხმობაა საჭირო. ლივერპულს კოუტინიოს გაყიდვა არ სურს, მაგრამ თუ ბარსელონა 90 მილიონს გადაიხდის, მაშინ მერსისაიდელები სავარაუდოდ აზრს შეიცვლიან. ბარსელონას ზაფხულში რამდენიმე ტრანსფერი აქვს დაგეგმილი და კოუტინიო კატალონიური გუნდის ერთ-ერთი […]
კატეგორია: სპორტი
რიად მარეზს ლესტერიდან წასვლა სურს
ლესტერის ალჟირელ ფორვარდს რიად მარეზს ლესტერიდან წასვლა და კარიერის უფრო ძლიერ გუნდში გაგრძელება სურს. მარეზმა უკვე მიმართა თხოვნით ლესტერის ხელმძღვანელობას, რომ არ შეუშალონ მას ხელი იმ შემთხვევაში თუ მისი შეძენით რომელიმე გრანდი დაინტერესდება. ჯერჯერობით არ არის ცნობილი კონკრეტულად რომელიმე კლუბი, სადაც მარეზი გააგრძელებს კარიერას, თუმცა სავარაუდოდ ალჟირელი ფეხბურთელი ინგლისის ჩემპიონატის რომელიმე წამყვან გუნდში აღმოჩნდება. მარეზით […]
გარეტ ბეილმა შესაძლოა რეალი დატოვოს
მადრიდის რეალის უელსელმა ფორვარდმა გარეტ ბეილმა შესაძლოა ზაფხულში გუნდი დატოვოს. ამის მიზეზი ის არის, რომ ბეილს ხშირად აქვს ტრავმები, რის გამოც მას ბევრი მატჩი გაუცდა, ხოლო მისმა შემცვლელებმა კი თავი ძალიან კარგად წარმოაჩინეს. შესაძლოა ბეილმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგოს, ამას კი უელსელი ფეხბურთელი არ შეეგუება. ბეილის შეძენა საკმაოდ ბევრ გუნდს სურს, მათ შორის ჩელსის და […]
ლევან მჭედლიძეს მართვის მოწმობა ჩამოართვეს
ლევან მჭედლიძის უსიამოვნებები არ მთავრდება. რამდენიმე დღის წინ ქართველ ფორვარდს ემპოლიში მართვის მოწმობა ჩამოართვეს, რადგან მას ქართული სანომრე ნიშანი იტალიურით უნდა შეეცვალა, მაგრამ მჭედლიძემ ეს არ გააკეთა, რის გამოც ის დროებით თავისი კუთვნილი ავტომობილით ვერ ისარგებლებს. გარდა ამისა, ლევანს ისევ ტრავმა აწუხებს, რის გამოც მან რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა და სავარაუდოდ ის სეზონის ბოლომდე იუქმებს. ტრავმა […]
ინტერი დიეგო სიმეონეს წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობს
მილანის ინტერი მომავალი სეზონისთვის ახალ მწვრთნელს ეძებს და მილანელების მთავარი კანდიდატურა ატლეტიკის დამრიგებელი დიეგო სიმეონეა, რომელიც 90-იან წლებში ინტერის ფეხბურთელი იყო. სიმეონემ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას სურს ინტერში დაბრუნება, თუმცა როდის მოხდება ეს არგენტინელ სპეციალისტს არ დაუკონკრეტებია. თუ სიმეონე უარს იტყვის, მაშინ ინტერი იგივე წინადადებით ანტონიო კონტეს მიმართავს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონტემ ჩელსიდან […]
ლეონარდო ჟარდიმი მომავალ წელს შესაძლოა არსენალში ვიხილოთ
მონაკოს მთავარი მწვრთნელი ლეონარდო ჟარდიმი მომავალ სეზონში შესაძლოა არსენალის დამრიგებელი გახდეს. დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს არსენ ვენგერი არსენალს დატოვებს და ლონდონური კლუბი უკვე ეძებს მის შემცვლელს. ჟარდიმს მონაკოსთან ერთად წელს ძალიან წარმატებული სეზონი აქვს და გუნდი ძალიან ახლოს არის საფრანგეთის ჩემპიონობასთან. გარდა ამისა, მონაკო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდა, თუმცა იქ სავარაუდოდ მონაკოელების ტრიუმფალური სვლა დასრულდება, […]
რეალი ვინიციუს ჯუნიორში 67 მილიონს იხდის
ბრაზილიელი ნახევარმცველის, ვინიციუს ჯუნიორის ტრანსფერისთვის რეალი 67 მილიონ დოლარს იხდის. ამ შეთავაზებამდე, ვინიციუსმა ბარსასგან მიიღო წინადადება. ბარსელონა მის შესასყიდად 27.5 მილიონ დოლარს გამოყოფდა, ამას ემატებოდა ყოველწლიურად 7-მილიონიანი ხელფასი (ეს ხელფასის ის მოცულობაა, რაც ნეიმარს ჰქონდა კონტრაქტის გაფორმების პირველ პერიოდში). თუმცა ფაქტია, რომ რეალის შეთავაზებამ მოლოდინს გადააჭარბა. საფეხბურთო კლუბ “ფლამენგო”-ს ნახევარმცველის, 16 წლის ვინიციუს ჯუნიორის ტრანსფერი კლუბ რეალში 2018 […]
2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში კალათბურთის მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა. sportall.ge-ს ინფორმაციით, წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრების მეტოქეები G ჯგუფში სერბეთი, გერმანია და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ნაკრები (ეს ქვეყნები ევრობასკეტზე ვერ მოხვდნენ და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევზე მოსახვედრად ცალკე საკვალიფიკაციოს გადიან) იქნებიან. შესარჩევი ეტაპის მატჩები 2017 წლის 20 ნოემბრიდან დაიწყება და […]
რეალი ჩემპიონობას მიუახლოვდა
მადრიდის რეალმა სტუმრად ესპანეთის ჩემპიონატის აუტსაიდერი გრანადა გაანადგურა 4:0 და ჩემპიონობას უფრო მიუახლოვდა. შეხვედრა რეალის სრული უპირატესობით წარიმართა და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში უკვე 4:0 იყო სამეფო კლუბის სასარგებლოდ. დუბლი შეასრულეს ხამეს როდრიგესმა და ალვარო მორატამ. რეალის მთავარმა კონკურენტმა ბარსელონამ ასევე გაიმარჯვა საკუთარ მოედანზე ვილიარეალთან 4:1, მაგრამ ჩემპიონატის ბედი რეალის ხელშია, რომელსაც დარჩენილ 3 შეხვედრაში […]
დევიდ მოიესი სანდერლენდში რჩება
სანდერლენდს ახალი მწვრთნელი არ ეყოლება და დევიდ მოიესი გუნდში მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ თვითონ მოიესმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი მომავალი სეზონის წინ. შეგახსენებთ, რომ სანდერლენდი ოფიციალურად გავარდა პრემიერ ლიგიდან და შემდეგ სეზონს ინგლისის მეორე დივიზიონში ჩაატარებს. ამის გამო ხშირი იყო საუბრები მოიესის განთავისუფლების შესახებ, მაგრამ ეს ყველაფერი ჭორი გამოდგა. მოიესს […]










