ინტერი დიეგო სიმეონეს წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობს

ინტერი დიეგო სიმეონეს წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობსმილანის ინტერი მომავალი სეზონისთვის ახალ მწვრთნელს ეძებს და მილანელების მთავარი კანდიდატურა ატლეტიკის დამრიგებელი დიეგო სიმეონეა, რომელიც 90-იან წლებში ინტერის ფეხბურთელი იყო.

სიმეონემ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას სურს ინტერში დაბრუნება, თუმცა როდის მოხდება ეს არგენტინელ სპეციალისტს არ დაუკონკრეტებია.

თუ სიმეონე უარს იტყვის, მაშინ ინტერი იგივე წინადადებით ანტონიო კონტეს მიმართავს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონტემ ჩელსიდან ინტერში მოინდომოს წასვლა.

ამჟამად ინტერს სტეფანი პიოლი წვრთნის, რომლის მუშაობითაც ინტერის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა.