რიად მარეზს ლესტერიდან წასვლა სურს

რიად მარეზს ლესტერიდან წასვლა სურსლესტერის ალჟირელ ფორვარდს რიად მარეზს ლესტერიდან წასვლა და კარიერის უფრო ძლიერ გუნდში გაგრძელება სურს.

მარეზმა უკვე მიმართა თხოვნით ლესტერის ხელმძღვანელობას, რომ არ შეუშალონ მას ხელი იმ შემთხვევაში თუ მისი შეძენით რომელიმე გრანდი დაინტერესდება.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი კონკრეტულად რომელიმე კლუბი, სადაც მარეზი გააგრძელებს კარიერას, თუმცა სავარაუდოდ ალჟირელი ფეხბურთელი ინგლისის ჩემპიონატის რომელიმე წამყვან გუნდში აღმოჩნდება.

მარეზით შარშან არსენალი იყო დაინტერესებული და შესაძლოა მარეზი სწორედ არსენალის ფეხბურთელი გახდეს.