ლივერპული კოუტინიოში 90 მილიონ ევროს ითხოვს

ლივერპული კოუტინიოში 90 მილიონ ევროს ითხოვსლივერპული თავის ბრაზილიელ ნახევარმცველში ფილიპე კოუტინიოში 90 მილიონ ევროს ითხოვს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბარსელონა და კოუტინიო უკვე შეთანხმდნენ კონტრაქტის პირობაზე და ახლა ამ ტრანსფერის განსახორციელებლად ლივერპულის თანხმობაა საჭირო.

ლივერპულს კოუტინიოს გაყიდვა არ სურს, მაგრამ თუ ბარსელონა 90 მილიონს გადაიხდის, მაშინ მერსისაიდელები სავარაუდოდ აზრს შეიცვლიან.

ბარსელონას ზაფხულში რამდენიმე ტრანსფერი აქვს დაგეგმილი და კოუტინიო კატალონიური გუნდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

როგორც ესპანური პრესა იტყობინება კოუტინიომ ბარსელონაში თამაშზე თანხმობა განაცხადა.