2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია

2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეები  ცნობილიაჩინეთის ქალაქ გუანჯოუში კალათბურთის მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა.
sportall.ge-ს ინფორმაციით, წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრების მეტოქეები G ჯგუფში სერბეთი, გერმანია და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ნაკრები (ეს ქვეყნები ევრობასკეტზე ვერ მოხვდნენ და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევზე მოსახვედრად ცალკე საკვალიფიკაციოს გადიან) იქნებიან.
შესარჩევი ეტაპის მატჩები 2017 წლის 20 ნოემბრიდან დაიწყება და 2019 წლის 26 თებერვალს დასრულდება.
შესარჩევ ეტაპზე ევროპიდან სულ 32 ნაკრები ითამაშებს. წილისყრის შედეგად ისინი 4-გუნდიან 8 ჯგუფში გადანაწილდნენ. მომდევნო ეტაპზე 24 გავა, მხოლოდ ბოლოადგილოსნები ვერ განაგრძობენ გზას.
შემდეგ შეიქმნება 6-გუნდიანი 4 ჯგუფი, საიდანაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს 3-3 საუკეთესო გუნდი, სულ 12 მიიღებს.

საბოლოოდ ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 გუნდი იასპარეზებს.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი კალათბურთში ჩინეთში 31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ჩინეთი, როგორ მასპინძელი ქვეყანა, ტურნირზე შესარჩევის გარეშე ითამაშებს.