ბრუკლინ ნეთსის ფორვარდს კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. დურანტი ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ის თავს კარგად გრძნობს. ვარაუდობენ რომ მას ვირუსი აეროპორტში გადაედო, თუმცა ჯერჯერობით თვითონ კალათბურთელი ამის შესახებ არ საუბრობს. ვირუსი ასევე დაუდგინდა იუტა ჯაზის მცველს რუდი გობერს, რომელიც პირველი დაინფიცირებული კალათბურთელი გახდა ნბა-ში. საკალათბურთო სეზონი ამერიკაში […]
კატეგორია: სპორტი
ვირჯილ ვან დეიკი: ”რთულ მომენტებში ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ”
ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა და თქვა რომ ახლა, როგორც არასდროს საჭიროა რომ ადამიანები ერთმანეთს დაეხმარნონ და გვერდში დაუდგნენ: ”კორონავირუსი ყველასთვის პრობლემა გახდა და ჩვენ ვხედავთ თუ რა მდგომარეობაშია მთელი მსოფლიო. ყველა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და დარწმუნებული ვარ, რომ კრიზისს დავძლევთ. ფეხბურთი უკვე მენატრება და მინდა რომ მოედანზე მალე დავბრუნდე”. პრემიერ […]
ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის ზაფხულამდე გადაიდო
უეფამ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ევროპის ჩემპიონატი წლევანდელ ზაფხულს არ ჩატარდება და ის 2021 წელს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ოფიციალურია, თუმცა უეფა ჯერ კიდევ განიხილავს როგორ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება, რადგან 2021 წელს სხვა საფეხბურთო ღონისძიებები იყო დაგეგმილი. უეფას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი რომ საკლუბო ტურნირები დაასრულოს და სავარაუდოდ ეს სწორედ ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის არჩატარების ხარჯზე მოხდება. […]
ხოსეპ გვარდიოლა: ”ფეხბურთელები ინდივიდუალურად ვარჯიშობენ”
მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა რომ როდესაც გუნდი ერთად არ ვარჯიშობს, ეს არ ნიშნავს იმას რომ ფეხბურთელები ფორმიდან უნდა ამოვარდნენ და მათ ინდივიდუალურად არ უნდა ივარჯიშონ: ”ფეხბურთელებს კარგად ესმით შექმნილი მდგომარეობა და ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ფორმაში იყვნენ. მათთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. იმედია, მალე ეს ყველაფერი დასრულდება და ჩვენც განვაგრძობთ ისევ ჩვენი […]
COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის “ევროპაბეთი” კაზინოების მუშაობას აჩერებს
კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, “ევროპაბეთი” ითვალისწინებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციას და დროებით აჩერებს ოფლაინ კაზინოების ფუნქციონირებას. კომპანიის გადაწყვეტილებით, ეს გავლენას არ მოახდენს თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე. “ევროპაბეთი” პირველი მსხვილი კომპანიაა, რომელმაც თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის მზაობა გამოთქვა. ორშაბათიდან მათი 80 პროცენტი სახლიდან მუშაობს. ოფლაინ კაზინოების დახურვაც საპრევენციო სტრატეგიის გაგრძელებაა. ამ ნაბიჯით “ევროპაბეთი” იზიარებს სახელმწიფოს რეკომენდაციას, […]
მოჰამედ სალაჰი: ”იმედი მაქვს სეზონი მალე განახლდება”
ლივერპულის და ეგვიპტის ნაკრების ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა განაცხადა რომ მას სურს ფეხბურთის თამაში, მაგრამ ემორჩილება ყველა წესს და მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენს. სალაჰის აზრით იძულებითი შესვენების დროს ფეხბურთელები არ უნდა გაზამაცდნენ და გააგრძელონ ინდივიდუალურად ვარჯიში: ”ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მაინც ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ. ფეხბურთის გარეშე გამიჭირდება, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. ჩემს კოლეგებს კი მოვუწოდებ რომ […]
პრემიერ ლიგა რამდენიმე ვარიანტს განიხილავს
პრემიერ ლიგის ხელამძღვანელობას სეზონის გაუქმება არ სურს და ისინი რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. ყველაზე რეალური ვარიანტი 4 აპრილს სეზონის განახლებაა, რა თქმა უნდა ცარიელ ტრიბუნებზე. ამ შემთხვევაში ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი მატჩებამდე მკაცრ შემოწმებას გაივლის. არსებობს სხვა ვარიანტიც რომ სეზონი ივლისში დაასრულონ, თუ უეფა ევროპის ჩემპიონატს გადადებს, მაგრამ ეს ვარიანტი ჯერჯერობით უფრო ბუნდოვანი ჩანს. ფაქტია რომ […]
მიკელ არტეტას კორონავირუსი აქვს, ინგლისის ჩემპიონატი 4 აპრილამდე შეჩერდა
არსენალის მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა. არტეტამ განაცხადა რომ მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ამიტომ ტესტი ჩააბარა, რის შემდეგაც მას დაავადება დაუდასტურდა. არტეტამ იმედი გამოთქვა რომ სამსახურს მალე დაუბრუნდება. ბუნებრივია ინგლისის საფეხბურთო ფედერაციამ ზომები მიიღო და ჩემპიონატი 4 აპრილამდე შეჩერებულია მთლიანად არსენალი კი კარანტინშია გადაყვანილი.
პაულო დიბალას კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ტურინის იუვენტუსის არგენტინელ ფორვარდს პაულო დიბალას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა ის კვლავინდებურად კარანტინში იმყოფება. თავდაპირველად იყო ინფორმაცია თითქოს დიბალას ვირუსი დაუდასტურდა, მაგრამ შემდგომ იუვენტუსმა და თვითონ დიბალამაც ეს ფაქტი უარყვეს. დიბალამ თავის ტვიტერის გვერდზე დაწერა რომ ის თავს კარგად გრძნობს და გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ იუვენტუსის მცველს დანიელე რუგანის კორონავირუსი დადუდგინეს და ამის შემდეგ […]
იურგენ კლოპი: ”ატლეტიკო ასეთ ფეხბურთს არ უნდა თამაშობდეს”
ლივერპული საკუთარ მოედანზე მადრიდის ატლეტიკოსთან დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. მატჩი ატლეტიკომ 3:2 მოიგო და ეს დამატებით დროში მოხდა. ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა რომ ატლეტიკოს გაუმართლა, თუმცა მან ესპანელები ბოლომდე ბრძოლისთვის მაინც შეაქო: ”არ მესმის ატლეტიკო დაცვით ფეხბურთს რატომ თამაშობს, როდესაც მათ შეტევაშიც შესანიშნავად შეუძლიათ მოქმედება. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია […]










