ვირჯილ ვან დეიკი: ”რთულ მომენტებში ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ”

ვირჯილ ვან დეიკი: ”რთულ მომენტებში ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ”ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა და თქვა რომ ახლა, როგორც არასდროს საჭიროა რომ ადამიანები ერთმანეთს დაეხმარნონ და გვერდში დაუდგნენ:

”კორონავირუსი ყველასთვის პრობლემა გახდა და ჩვენ ვხედავთ თუ რა მდგომარეობაშია მთელი მსოფლიო. ყველა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და დარწმუნებული ვარ, რომ კრიზისს დავძლევთ. ფეხბურთი უკვე მენატრება და მინდა რომ მოედანზე მალე დავბრუნდე”. პრემიერ ლიგა 4 აპრილამდეა შეჩერებული და სავარაუდოდ ის მაყურებლის გარეშე განახლდება.