იურგენ კლოპი: ”ატლეტიკო ასეთ ფეხბურთს არ უნდა თამაშობდეს”

იურგენ კლოპი: ”ატლეტიკო ასეთ ფეხბურთს არ უნდა თამაშობდეს”ლივერპული საკუთარ მოედანზე მადრიდის ატლეტიკოსთან დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. მატჩი ატლეტიკომ 3:2 მოიგო და ეს დამატებით დროში მოხდა. ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა რომ ატლეტიკოს გაუმართლა, თუმცა მან ესპანელები ბოლომდე ბრძოლისთვის მაინც შეაქო:

”არ მესმის ატლეტიკო დაცვით ფეხბურთს რატომ თამაშობს, როდესაც მათ შეტევაშიც შესანიშნავად შეუძლიათ მოქმედება. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია და სამწუხაროდ დავმარცხდით”.