პაულო დიბალას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

პაულო დიბალას კორონავირუსი არ დაუდასტურდატურინის იუვენტუსის არგენტინელ ფორვარდს პაულო დიბალას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა ის კვლავინდებურად კარანტინში იმყოფება. თავდაპირველად იყო ინფორმაცია თითქოს დიბალას ვირუსი დაუდასტურდა, მაგრამ შემდგომ იუვენტუსმა და თვითონ დიბალამაც ეს ფაქტი უარყვეს.

დიბალამ თავის ტვიტერის გვერდზე დაწერა რომ ის თავს კარგად გრძნობს და გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ იუვენტუსის მცველს დანიელე რუგანის კორონავირუსი დადუდგინეს და ამის შემდეგ მთლიანად იუვენტუსი კარანტინში იმყოფება.