მოჰამედ სალაჰი: ”იმედი მაქვს სეზონი მალე განახლდება”

მოჰამედ სალაჰი: ”იმედი მაქვს სეზონი მალე განახლდება”ლივერპულის და ეგვიპტის ნაკრების ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა განაცხადა რომ მას სურს ფეხბურთის თამაში, მაგრამ ემორჩილება ყველა წესს და მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენს. სალაჰის აზრით იძულებითი შესვენების დროს ფეხბურთელები არ უნდა გაზამაცდნენ და გააგრძელონ ინდივიდუალურად ვარჯიში:

”ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მაინც ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ. ფეხბურთის გარეშე გამიჭირდება, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. ჩემს კოლეგებს კი მოვუწოდებ რომ ინდივიდუალურად ივარჯიშონ და ფორმიდან არ ამოვარდნენ”.