კატეგორია: სპორტი

სერხიო რამოსმა ესპანელი მსაჯები გააკრიტიკა

სერხიო რამოსი: ”რთული თამაში მოვიგეთ”

მადრიდის რეალის კაპიტანმა სერხიო რამოსმა ესპანელი მსაჯები გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი ბოლო პერიოდში არ მსაჯობენ მაღალ დონეზე. რამოსის აზრით ადრე მსაჯობა გაცილებით მაღალ დონეზე იყო: ”მსაჯებზე საუბარი არ მიყვარს, რადგან შეცდომები ყველას მოსდის, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს შეცდომები გახშირდა და ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. ლევანტესთან შეხვედრის დროს მსაჯმა რამდენჯერმე დაგვჩაგრა და ამის გამო […]

ტერ შტეგენი: ”ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ერთი შედეგი დაგვაკმაყოფილებს”

პსჟ ტერ შტეგენში 180 მილიონ ევროს იხდის

ბარსელონას მეკარემ მარკ ანდრე ტერ შტეგენმა განაცხადა რომ ბარსელონას ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ერთი მიზანი აქვს და ეს მიზანი ამ ტურნირის მოგებაა. ყველა სხვა შედეგი არადამაკმაყოფილებელი იქნება: ”ნაპოლისთან სტუმრად რთული შეხვედრა გველის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ გასულ წლებში მომხდარ ფაქტებს. შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ. ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა, მაგრამ ჯერ მხოლოდ ნაპოლიზე ვფიქრობთ”.

ქართველმა კალათბურთელებმა ბელგრადში სერბეთს მოუგეს

ქართველმა კალათბურთელებმა ბელგრადში სერბეთს მოუგეს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრაში სერბეთის ნაკრები 94-90 დაამარცხა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა ანგარიშით 48-41 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება და წინ გასვლა მოახერხა. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრი თად მაკფადენი გახდა, რომელმაც 33 ქულა დააგროვა. გიორგი შერმადინმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა. შემდეგ მატჩს […]

სუპერთასის მატჩს ქართველი ქალი მსაჯი განსჯის

სუპერთასის მატჩს ქართველი ქალი მსაჯი განსჯის

სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მატჩს თბილისური კლუბებს, „დინამოსა“ და „საბურთალოს“ შორის ქართველი ქალი მსაჯი განსჯის – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი“ და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი „საბურთალო“ სუპერთასისთვის ერთმანეთს ხვალ, 23 თებერვალს დაუპირისპირებიან. სუპერთასის ეგიდით ეს თბილისური კლუბების პირველი დაპირისპირება იქნება. სუპერთასის შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი იქნება. ისტორიაში პირველად კი, […]

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს. „კამარა“ პირველია იმ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრებს შორის, რომელიც ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში, ლუდომანიით დაავადებულ ადამიანებს კომპლექსურ ფსიქოთერაპიულ დახმარებას გაუწევს. „კამარას“ ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე „ევროპაბეთის“ ამ მასშტაბურ კამპანიას მიესალმება და დადებითად აფასებს. „ჩვენ პაციენტებს […]

ჯორდან ჰენდერსონი 3 კვირა იუქმებს

ჯორდან ჰენდერსონმა მამის ავადმყოფობაზე ისაუბრა

ლივერპულის კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ამის გამო ის დაახლოებით სამი კვირა იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან შესაძლოა ატლეტიკოსთან განმეორებითი შეხვედრა გამოტოვოს. ლივერპულისთვის ეს დიდი დანაკლისი იქნება, რადგან ჰენდერსონი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ლივერპული-ატლეტიკოს განმეორებითი მატჩი 10 მარტს გაიმართება და პირველ შეხვედრაში ატლეტიკომ მეტოქე 1:0 დაამარცხა. შეგახსენებთ რომ ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი […]

სოლსკიაერმა თავისი ფეხბურთელები გააკრიტიკა

მანჩესტერ იუნაიტედი სოლსკიაერს სრულყოფილ კონტრაქტს შესთავაზებს

მანჩესტერ იუნაიტედმა ევროპის ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა სტუმრად ბრიუგესთან ჩაატარა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ მისი ფეხბურთელები მოუქნელად თამაშობდნენ და ის თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ არის: ”უკეთ უნდა გვეთამაშა, თუმცა შედეგი ცუდი არ არის და ყველაფერი ოლდ ტრაფორდზე გადაწყდება. მოედანი არ იყო იდეალურ მდგომარეობაში, მაგრამ ეს […]

მესი: ”ნეიმარს ბარსელონაში დაბრუნება უნდა”

მესი ბორუსიასთან სავარაუდოდ ვერ ითამაშებს

ბარსელონას კაპიტანმა ლიონელ მესიმ ბრაზილიელ ფორვარდზე ნეიმარზე ისაუბრა და თქვა რომ ნეიმარის დაბრუნება მას ძალიან გაუხარდება. გარდა ამისა, მესი დარწმუნებულია, რომ თვითონ ნეიმარსაც სურს ბარსელონაში დაბრუნება და შესაძლოა ეს მართლაც ასე მოხდეს: ”ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მისი დაბრუნების შემთხვევაში ბარსელონა აუცილებლად გაძლიერდება. დარწმუნებული ვარ, რომ მასაც სურს ისევ ჩვენთან თამაში და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს”.

როჯერ ფედერერი ივლისამდე ვერ ითამაშებს

როჯერ ფედერერი ჯონ მილმანთან დამარცხდა

შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი სავარაუდოდ ივლისის თვემდე ვერ შეძლებს თამაშს, ამის მიზეზი კი მუხლის ტრავმა არის, რომლის გამოც ფედერერმა ოპერაციაც გაიკეთა. მუხლის ოპერაციის შემდეგ რამდენიმე სარეაბილიტაციო კურსია საჭირო, ამიტომ ფედერერი ვარჯიშს სავარაუდოდ ივნისში დაიწყებს, ხოლო კორტზე კი უიმბლდონის ტურნირზე გამო, რომელიც ივლისში ტარდება. ფედერერი 38 წლის არის, მაგრამ კარიერის დასრულებას არ აპირებს.

„ევროპაბეთი“ ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრ „კამარასთან“ იწყებს თანამშრომლობას

„ევროპაბეთი“ ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრ „კამარასთან“ იწყებს თანამშრომლობას

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან – კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს. „ევროპაბეთის“ თქმით, უკვე შერჩეულია ის ორგანიზაციები, რომლებთანაც მემორანდუმები გაფორმდება. ქვეყნის საუკეთესო ფსიქოლოგები და სპეციალისტები ნებისმიერ მსურველს, ვისაც თამაშზე დამოკიდებულება აწუხებს, „ევროპაბეთის“ დაფინანსებით გაუწევენ დახმარებას. კამპანიას სულ მალე შეუერთდება ერთ-ერთი სარეაბილიტაციო ცენტრი „კამარა“, რომლის ხელმძღვანელიც […]