ტერ შტეგენი: ”ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ერთი შედეგი დაგვაკმაყოფილებს”

ტერ შტეგენი: ”ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ერთი შედეგი დაგვაკმაყოფილებს”ბარსელონას მეკარემ მარკ ანდრე ტერ შტეგენმა განაცხადა რომ ბარსელონას ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ერთი მიზანი აქვს და ეს მიზანი ამ ტურნირის მოგებაა. ყველა სხვა შედეგი არადამაკმაყოფილებელი იქნება:

”ნაპოლისთან სტუმრად რთული შეხვედრა გველის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ გასულ წლებში მომხდარ ფაქტებს. შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ. ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა, მაგრამ ჯერ მხოლოდ ნაპოლიზე ვფიქრობთ”.