ჯორდან ჰენდერსონი 3 კვირა იუქმებს

ჯორდან ჰენდერსონი 3 კვირა იუქმებსლივერპულის კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ამის გამო ის დაახლოებით სამი კვირა იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან შესაძლოა ატლეტიკოსთან განმეორებითი შეხვედრა გამოტოვოს. ლივერპულისთვის ეს დიდი დანაკლისი იქნება, რადგან ჰენდერსონი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

ლივერპული-ატლეტიკოს განმეორებითი მატჩი 10 მარტს გაიმართება და პირველ შეხვედრაში ატლეტიკომ მეტოქე 1:0 დაამარცხა. შეგახსენებთ რომ ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი გამარჯვებულია.