სოლსკიაერმა თავისი ფეხბურთელები გააკრიტიკა

სოლსკიაერმა თავისი ფეხბურთელები გააკრიტიკამანჩესტერ იუნაიტედმა ევროპის ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა სტუმრად ბრიუგესთან ჩაატარა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ მისი ფეხბურთელები მოუქნელად თამაშობდნენ და ის თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ არის:

”უკეთ უნდა გვეთამაშა, თუმცა შედეგი ცუდი არ არის და ყველაფერი ოლდ ტრაფორდზე გადაწყდება. მოედანი არ იყო იდეალურ მდგომარეობაში, მაგრამ ეს ჩემს ფეხბურთელებს არ ამართლებს. ისინი მოუქნელად გამოიყურებოდნენ”.