სერხიო რამოსმა ესპანელი მსაჯები გააკრიტიკა

სერხიო რამოსმა ესპანელი მსაჯები გააკრიტიკამადრიდის რეალის კაპიტანმა სერხიო რამოსმა ესპანელი მსაჯები გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი ბოლო პერიოდში არ მსაჯობენ მაღალ დონეზე. რამოსის აზრით ადრე მსაჯობა გაცილებით მაღალ დონეზე იყო:

”მსაჯებზე საუბარი არ მიყვარს, რადგან შეცდომები ყველას მოსდის, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს შეცდომები გახშირდა და ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. ლევანტესთან შეხვედრის დროს მსაჯმა რამდენჯერმე დაგვჩაგრა და ამის გამო ძალიან გავბრაზდი”. ლევანტესთან რეალმა 0:1 წააგო და ესპანეთის ჩემპიონატში ლიდერობა დაკარგა.