კატეგორია: სპორტი

ლუის სუარესი შესაძლოა აპრილში დაბრუნდეს

სუარესმა აიაქსს რეალთან გამარჯვება მიულოცა

ბარსელონას ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი შესაძლოა უფრო ადრე დაბრუნდეს მოედანზე, ვიდრე ამას თავიდან ფიქრობდნენ. სუარესის სარეაბილიტაციო კურსი ძალიან კარგად მიმდინარეობს და თუ ყველაფერი ასე დასრულდა, შესაძლოა ის აპრილის შუა რიცხვებში დაბრუნდეს, რაც ბარსელონასთვის სასიხარულო ამბავი იქნება. სუარესის ტრავმის შემდეგ ბარსელონას შეტევაში აშკარა პრობლემები შეექმნა, რადგან კატალონიელებს გამტანი ფორვარდი აღარ ჰყავთ, როგორიც ეს სუარესი იყო.

სადიო მანემ ტრავმა მოიშუშა

სადიო მანემ ხელის თითი მოიტეხა

ლივერპულის სენეგალელმა ფორვარდმა სადიო მანემ ტრავმა მოიშუშა და ის მზად არის მოედანზე 90 წუთი ითამაშოს. მანემ მცირე ტრავმა აწუხებდა, რის გამოც მან რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ მისი არყოფნა ლივერპულს არ დატყობია და იურგენ კლოპის გუნდი კვლავინდებურად აგრძელებს მოგებების სერიას. 18 თებერვალს ლივერპული ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრას გამართავს სტუმრად ატლეტიკოსთან და იმ მატჩში მანე ლივერპულს […]

სოლსკიაერმა ბრუნო ფერნანდეში შეაქო

მანჩესტერ იუნაიტედი სოლსკიაერს სრულყოფილ კონტრაქტს შესთავაზებს

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა მანჩესტერის ახალწვეული ბრუნო ფერნანდეში შეაქო და თქვა რომ პორტუგალიელი მოედანზე ყოველთვის სწრაფ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს იღებს: ”მისი თამაშით აღფრთოვანებული ვარ, რადგან მას ძალიან მაღალი საფეხბურთო ინტელექტი აქვს და მოედანზე ის ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებს. ვფიქრობ დროთა განმავლობაში ის უფრო მოუმატებს და ჩვენ ახალი ლიდერი გვეყოლება”. ბრუნო ფერნანდეში პოლ […]

დე იონგმა მსაჯები გააკრიტიკა

დე იონგმა მსაჯები გააკრიტიკა

ბარსელონას ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა ესპანეთში მომუშავე მსაჯები გააკრიტიკა და თქვა რომ ისინი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არ არიან.  დე იონგის აზრით ბეტისთან მატჩში მსაჯებმა ბარსელონას საწინააღმდეგოდ შეცდომები დაუშვეს: ”არ მიყვარს მსაჯების კრიტიკა, რადგან ვთვლი რომ ფეხბურთელმა თავისი საქმე უნდა აკეთოს, მაგრამ აშკარაა რომ ბეტისთან შეხვედრაში მსაჯმა მესიზე აშკარა პენალტი არ დანიშნა. ვფიქრობ მსგავსი შეცდომები […]

რომელუ ლუკაკუ: ”ქალაქში ახალი მეფეა”

ლუკაკუ: ”იტალიაში გოლების გატანა იოლი არ არის”

ინტერმა მილანურ დერბიში მილანი 4:2 დაამარცხა  და იუვენტუსს ქულებით გაუთანაბრდა. მილანი შეხვედრას 2:0-ს იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ინტერმა შეძლო გარდატეხის შეტანა და 4 უპასუხო გოლი გაიტანა. ერთ-ერთი გოლი რომელუ ლუკაკუს ანგარიშზეა, რომელმაც მატჩის შემდეგ ტვიტერზე დაწერა რომ ქალაქს ახალი მეფე ჰყავს. ამით მან ზლატანს დასცინა, რომელიც თავის თავს მილანის მეფედ მიიჩნევდა. ზლატანმა თავის მხრივ მატჩის […]

ხერარდ პიკე: ”ახლა კონფლიქტების დრო არ არის”

პიკე: ”რეალი ასეთ მსაჯობას მიჩვეული არ არის”

ბარსელონას ერთ-ერთმა ლიდერმა ხერარდ პიკემ განაცხადა რომ ახლა ბარსელონას რთული პერიოდი აქვს, ამიტომ კონფლიქტების დრო არ არის და საჭიროა გუნდი გაერთიანდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი შედეგის მიღწევა: ”ბოლო პერიოდში გუნდში ყველაფერი რიგზე არ არის და ეს მოედანზეც ჩანს. უნდა დავივიწყოთ პირადი წყენები და გავერთიანდეთ, რადგან სხვანაირად არ შეიძლება. ბარსელონას ამ სეზონში შეუძლია ტიტულების მოგება”. […]

ზიდანი: ”უკვე მომავალ შეხვედრაზე ვფიქრობ”

ზიდანმა რეალში რამდენიმე ტრანსფერი დაგეგმა

ზინედინ ზიდანმა რეალის ესპანეთის თასიდან გამოვარდნის შემდეგ თქვა რომ ეს შედეგი მისმა გუნდმა მალე უნდა დაივიწყოს და მომავალ შეხვედრაზე იფიქროს. რეალი საკუთარ მოედანზე რეალ სოსიედადთან დამარცხდა 3:4 და ესპანეთის თასს მეოთხედფინალში გამოეთიშა: ”ეს მარცხი რთულად მისაღებია, რადგან ჩვენ საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით, მაგრამ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა და მას ეს უნდა მივულოცოთ. ჩვენ მხოლოდ წინ უნდა ვიყურებოდეთ […]

ედისონ კავანი პსჟ-ში დარჩა

ედისონ კავანი შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს

პსჟ-ს ურუგვაელი ფორვარდი ედისონ კავანი ზაფხულამდე გუნდში დარჩება, რადგან მისი რამდენიმე შესაძლო ტრანსფერი სხვადასხვა გუნდებში ჩაიშალა. ამის შესახებ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუჰელმაც ისაუბრა: ”კავანის სურდა გუნდიდან წასვლა, მაგრამ საბოლოოდ მან დარჩენა ამჯობინა, რადგან ის კონტრაქტის დეტალებზე სხვა კლუბებს ვერ შეუთანხმდა. მომავალში რა იქნება არ ვიცი, მაგრამ ზაფხულამდე ის ჩვენთან არის”. ზაფხულში კავანის პსჟ-სთან კონტრაქტი […]

იურგენ კლოპი: ”ჯერ კიდევ ყურადღება გვმართებს”

იურგენ კლოპი: ”სალაჰს უკეთ შეუძლია თამაში”

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა რომ მიუხედავად დიდი უპირატესობისა პრემიერ ლიგაში, ლივერპულს ჯერ კიდევ მართებს ყურადღება, თუმცა კლოპის აზრით საქმის დიდი ნაწილი უკვე გაკეთებულია: ”ჩვენ უკვე ძალიან ბევრი შეხვედრა მოვიგეთ და ეს ფაქტი მახარებს. რა თქმა უნდა ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ არის წინ მატჩები, ამიტომ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ”. ლივერპული ამჟამად […]

მესი ერიკ აბიდალის განცხადებამ გააღიზიანა

მესი ბორუსიასთან სავარაუდოდ ვერ ითამაშებს

ბარსელონაში როგორც ჩანს განხეთქილებაა, რადგან ერიკ აბიდალმა ფეხბურთელები სახალხოდ გააკრიტიკა. აბიდალის თქმით ვალვერდეს წასვლა ფეხბურთელების ბრალი იყო, რადგან ისინი მოედანზე სათანადოდ არ იხარჯებოდნენ და ეს არც სეტიენის მოსვლის შემდეგ გამოსწორებულა. ამ განცხადებას მესიმ სოციალურ ქსელში უპასუხა და დაწერა რომ ყველაფრის ფეხბურთელებისთვის დაბრალება არ შეიძლება და ისინი მეტ პატივისცემას იმსახურებენ. რამდენიმე დღის წინ მესის ჟერარ პიკესთანაც […]