იურგენ კლოპი: ”ჯერ კიდევ ყურადღება გვმართებს”

იურგენ კლოპი: ”ჯერ კიდევ ყურადღება გვმართებს”ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა რომ მიუხედავად დიდი უპირატესობისა პრემიერ ლიგაში, ლივერპულს ჯერ კიდევ მართებს ყურადღება, თუმცა კლოპის აზრით საქმის დიდი ნაწილი უკვე გაკეთებულია: ”ჩვენ უკვე ძალიან ბევრი შეხვედრა მოვიგეთ და ეს ფაქტი მახარებს. რა თქმა უნდა ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ არის წინ მატჩები, ამიტომ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ”.

ლივერპული ამჟამად პრემიერ ლიგას 22 ქულით ლიდერობს და მათ 25-დან 24 შეხვედრის მოგება შეძლეს, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია ინგლისის ჩემპიონატში.