რომელუ ლუკაკუ: ”ქალაქში ახალი მეფეა”

რომელუ ლუკაკუ: ”ქალაქში ახალი მეფეა”ინტერმა მილანურ დერბიში მილანი 4:2 დაამარცხა  და იუვენტუსს ქულებით გაუთანაბრდა. მილანი შეხვედრას 2:0-ს იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ინტერმა შეძლო გარდატეხის შეტანა და 4 უპასუხო გოლი გაიტანა. ერთ-ერთი გოლი რომელუ ლუკაკუს ანგარიშზეა, რომელმაც მატჩის შემდეგ ტვიტერზე დაწერა რომ ქალაქს ახალი მეფე ჰყავს. ამით მან ზლატანს დასცინა, რომელიც თავის თავს მილანის მეფედ მიიჩნევდა.

ზლატანმა თავის მხრივ მატჩის შემდეგ განაცხადა რომ მისმა გუნდმა პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩაატარა, მაგრამ მეორეში მათ ნორმალურად თამაში შეწყვიტეს.