ედისონ კავანი პსჟ-ში დარჩა

ედისონ კავანი პსჟ-ში დარჩაპსჟ-ს ურუგვაელი ფორვარდი ედისონ კავანი ზაფხულამდე გუნდში დარჩება, რადგან მისი რამდენიმე შესაძლო ტრანსფერი სხვადასხვა გუნდებში ჩაიშალა. ამის შესახებ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუჰელმაც ისაუბრა:

”კავანის სურდა გუნდიდან წასვლა, მაგრამ საბოლოოდ მან დარჩენა ამჯობინა, რადგან ის კონტრაქტის დეტალებზე სხვა კლუბებს ვერ შეუთანხმდა. მომავალში რა იქნება არ ვიცი, მაგრამ ზაფხულამდე ის ჩვენთან არის”. ზაფხულში კავანის პსჟ-სთან კონტრაქტი უმთავრდება და სავარაუდოდ ის პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.