მესი ერიკ აბიდალის განცხადებამ გააღიზიანა

მესი ერიკ აბიდალის განცხადებამ გააღიზიანაბარსელონაში როგორც ჩანს განხეთქილებაა, რადგან ერიკ აბიდალმა ფეხბურთელები სახალხოდ გააკრიტიკა. აბიდალის თქმით ვალვერდეს წასვლა ფეხბურთელების ბრალი იყო, რადგან ისინი მოედანზე სათანადოდ არ იხარჯებოდნენ და ეს არც სეტიენის მოსვლის შემდეგ გამოსწორებულა.

ამ განცხადებას მესიმ სოციალურ ქსელში უპასუხა და დაწერა რომ ყველაფრის ფეხბურთელებისთვის დაბრალება არ შეიძლება და ისინი მეტ პატივისცემას იმსახურებენ. რამდენიმე დღის წინ მესის ჟერარ პიკესთანაც მოუვიდა შელაპარაკება ვარჯიშზე, თუმცა ინციდენტი მალე ამოიწურა.