კატეგორია: სპორტი

ლივერპული საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ფლამენგოს დაუპირისპირდება

მოჰამედ სალაჰი: ”ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია”

ლივერპულმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მექსიკური მონტერეი დაამარცხა 2:1 და ფინალში გავიდა. აღსანიშნავია რომ ლივერპულმა გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე გაიტანა. ეს რობერტო ფირმინომ გააკეთა. ფინალში ლივერპული ბრაზილიურ ფლამენგოს დაუპირისპირდება, რომელმაც ერთი თვის წინ ლიბერტადორესის თასი მოიგო. ფინალური შეხვედრა 21 დეკემბერს გაიმართება და ლივერპული ამ წყვილის აშკარა ფავორიტად ითვლება.

პოლ პოგბას დაბრუნება კვლავ გადაიდო

იუვენტუსი პოლ პოგბას დაბრუნებას აპირებს

მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი ლიდერი პოლ პოგბა კვლავ ვერ ახერხებს მოედანზე დაბრუნებას. ამჯერად მიზეზი ვირუსია, რომლის გამოც პოგბას ორი კვირა მოუწევს უქმობა. ფრანგი ნახევარმცველი ბოლოს მოედანზე ნოემბრის შუა რიცხვებში გამოვიდა და მას შემდეგ ის ტრავმას იშუშებდა, ამჯერად კი პოგბას ხელი ვირუსმა შეუშალა. არსებობს მოსაზრება რომ პოგბას მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლა სურს და სპეციალურად არ ბრუნდება, თუმცა ოლე […]

კონტე ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელის ყიდვას აპირებს

კონტე ინტერის ისტორიაში შევიდა

მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ზამთარში თავისი გუნდის გაძლიერებას აპირებს და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ინტერმა შესაძლოა 100 მილიონზე მეტიც დახარჯოს ტრანსფერებში. ინტერის მთავარი სამიზნე ბარსელონას ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩია, რომელმაც შესაძლოა ზამთარში კატალონიური გუნდი დატოვოს. გარდა ამისა, ინტერს შემტევი ნახევარმცველის ყიდვას სურს, რადგან ამ პოზიციაზე გუნდს პრობლემები აქვს. ინტერი ამჟამად იუვენტუსთან ერთად იტალიის ჩემპიონატის […]

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია

ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა, სადაც მერვედფინალური წყვილები გამოვლინდა. ცენტრალური დაპირისპირება უდაოდ რეალის და მანჩესტერ სიტის შეხვედრა იქნება, ასევე ძალიან საინტერესოა ჩელსი-ბაიერნის წყვილიც. მთლიანად მერვედფინალური წყვილები ასე გამოიყურება: ”   რეალი-მანჩესტერ სიტი          ჩელსი-ბაიერნი ნაპოლი-ბარსელონა                  ატლეტიკო-ლივერპული ტოტენჰემი-ლეიპციგი               ატალანტა-ვალენსია ლიონი-იუვენტუსი                    ბორუსია-პსჟ

ჯენარო გატუზო: ”ბარსელონა ვერ შეგვაშინებს”

ჯენარო გატუზო: ”მარცხი ჩემი ბრალია და ბოდიშს ვიხდი”

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ  ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბარსელონასთან დაპირისპირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა რომ მის გუნდს არავისი არ ეშინია: ”ბარსელონა რა თქმა უნდა მრისხანე მეტოქეა და ჩვენ ვიცით რა რთული მატჩები გველის, მაგრამ ნაპოლის არავისი არ ეშინია. ჩვენ გვაქვს ძლიერ გუნდებთან თამაშის გამოცდილება და ჩემპიონთა ლიგაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს”. ნაპოლი პირველ შეხვედრას იტალიაში […]

იურგენ კლოპმა ლივერპულთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

იურგენ კლოპი: ”სალაჰს უკეთ შეუძლია თამაში”

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ის ლივერპულში 2024 წლის ჩათვლით დარჩება. კლოპმა განაცხადა რომ ლივერპულში ის ძალიან ბედნიერია და კიდევ დიდხანს სურს ამ კლუბში ყოფნა. კლოპის პერიოდში ლივერპულმა ძალიან დიდი პროგრესი განიცადა და გუნდმა შეძლო 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება, ხოლო წელს კი კლოპის შეგირდები ინგლისის ჩემპიონატში არავის […]

გვარდიოლამ სიტის ფეხბურთელები დასაჯა

ხოსეპ გვარდიოლა: ”ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ”

ბოლო პერიოდში მანჩესტერ სიტი არ აჩვენებს სტაბილურად კარგ შედეგს რის გამოც გუნდი უკვე 14 ქულით ჩამორჩება ლიდერ ლივერპულს. როგორც ჩანს გვარდიოლამ გადაწყვიტა რომ ზომები მიიღოს და მან საშობაო ღონისძიება გააუქმა, რომელიც ყოველ წელიწადს იმართებოდა და მას სიტის ყველა თანამშრომელი ესწრებოდა. ამჯერად ეს ღონისძიება არ იქნება და ნიშანია იმის რომ სიტომ უნდა მოუმატოს და ფეხბურთელებმა კონცენტრაცია […]

კრიშტიანო რონალდუ: ”მინდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეალს შევხვდე”

კრიშტიანო რონალდო: ”მე 5 ჩემპიონთა ლიგა მაქვს, ატლეტიკოს არცერთი”

იუვენტუსის ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ თავის ყოფილ გუნდზე რეალზე ისაუბრა და თქვა რომ მას სურს მადრიდელებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდეს. რონალდუს აზრით იუვენტუსს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება: ”ჩვენ კარგად გვესმის თუ იქნება ამ ტურნირში ტრიუმფი, მაგრამ იუვენტუსს მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებს და სხვა შედეგი ჩვენთვის კარგი არ იქნება. ფინალში მინდა რომ რეალი დავამარცხოთ, რადგან მათ წინააღმდეგ თამაში […]

მესიმ ბარსელონას ახალგაზრდა ფეხბურთელები შეაქო

მესი ბორუსიასთან სავარაუდოდ ვერ ითამაშებს

ბარსელონას ლიდერმა ლიონელ მესიმ ინტერთან მატჩზე ისაუბრა და თქვა რომ გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. განსაკუთრებით მესიმ ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოყო და თქვა რომ მათ ძალიან გააზრებული და გამართული ფეხბურთი ითამაშეს: ”გაკვირვებული დავრჩი, როდესაც მატჩს ვუყურე, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ინტერის გამოცდილი მოთამაშეები დაჩაგრეს და მოგება დაიმსახურეს. მათ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს”. ბარსელონამ ინტერი სტუმრად 2:1 დაამარცხა და იტალიური […]

ნაპოლიში ანჩელოტის გატუზო შეცვლის

ჯენარო გატუზომ თავისი ფეხბურთელები გააკრიტიკა

ნაპოლიმ კარლო ანჩელოტი თანამდებობიდან გაანთავისუფლა, რადგან მას გუნდის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ჰქონდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ანჩელოტიმ ნაპოლიში ბოლო შეხვედრა 4:0 მოიგო გენკის წინააღმდეგ. უკვე ცნობილია თუ ვინ შეცვლის ანჩელოტის ამ თანამდებობაზე და ეს ჯენარო გატუზო იქნება, რომელიც მილანიდან ზაფხულში წავიდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გატუზო კონტრაქტს უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს და მისი ხელფასი წელიწადში 3 მილიონი […]