პოლ პოგბას დაბრუნება კვლავ გადაიდო

პოლ პოგბას დაბრუნება კვლავ გადაიდომანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი ლიდერი პოლ პოგბა კვლავ ვერ ახერხებს მოედანზე დაბრუნებას. ამჯერად მიზეზი ვირუსია, რომლის გამოც პოგბას ორი კვირა მოუწევს უქმობა. ფრანგი ნახევარმცველი ბოლოს მოედანზე ნოემბრის შუა რიცხვებში გამოვიდა და მას შემდეგ ის ტრავმას იშუშებდა, ამჯერად კი პოგბას ხელი ვირუსმა შეუშალა.

არსებობს მოსაზრება რომ პოგბას მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლა სურს და სპეციალურად არ ბრუნდება, თუმცა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ეს ყველაფერი უარყო და თქვა რომ პოგბა არსად არ წავა და გუნდში დარჩება.