იურგენ კლოპმა ლივერპულთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

იურგენ კლოპმა ლივერპულთან კონტრაქტი გაახანგრძლივალივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ის ლივერპულში 2024 წლის ჩათვლით დარჩება. კლოპმა განაცხადა რომ ლივერპულში ის ძალიან ბედნიერია და კიდევ დიდხანს სურს ამ კლუბში ყოფნა.

კლოპის პერიოდში ლივერპულმა ძალიან დიდი პროგრესი განიცადა და გუნდმა შეძლო 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება, ხოლო წელს კი კლოპის შეგირდები ინგლისის ჩემპიონატში არავის უთმობენ პირველობას. ფიფამ იურგენ კლოპი 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.