ნაპოლიში ანჩელოტის გატუზო შეცვლის

ნაპოლიში ანჩელოტის გატუზო შეცვლისნაპოლიმ კარლო ანჩელოტი თანამდებობიდან გაანთავისუფლა, რადგან მას გუნდის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ჰქონდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ანჩელოტიმ ნაპოლიში ბოლო შეხვედრა 4:0 მოიგო გენკის წინააღმდეგ. უკვე ცნობილია თუ ვინ შეცვლის ანჩელოტის ამ თანამდებობაზე და ეს ჯენარო გატუზო იქნება, რომელიც მილანიდან ზაფხულში წავიდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გატუზო კონტრაქტს უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს და მისი ხელფასი წელიწადში 3 მილიონი ევრო იქნება. გატუზოს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.