კონტე ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელის ყიდვას აპირებს

კონტე ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელის ყიდვას აპირებსმილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ზამთარში თავისი გუნდის გაძლიერებას აპირებს და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ინტერმა შესაძლოა 100 მილიონზე მეტიც დახარჯოს ტრანსფერებში.

ინტერის მთავარი სამიზნე ბარსელონას ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩია, რომელმაც შესაძლოა ზამთარში კატალონიური გუნდი დატოვოს. გარდა ამისა, ინტერს შემტევი ნახევარმცველის ყიდვას სურს, რადგან ამ პოზიციაზე გუნდს პრობლემები აქვს. ინტერი ამჟამად იუვენტუსთან ერთად იტალიის ჩემპიონატის პირველ ადგილზე იმყოფება.